სიახლეები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები 2016, 22 მაისი, 11:59 1)კატარი 2016 წლის მონაცემებით ყველაზე მდიდარ ადგილად ითვლება.მთლიანი შიდა პროტუქტია 140, 649 $ ერთ სულ მოსახლეზე.კატარს აქვს კარგად განვითარებული ნავთობის მომპოვებელი ინდუსტია და სწორედ ამის ხარჯზე იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის 70%-ს.2)ლუქსემბურგი ამ სიაში მეორეა და მთლიანი შიდა პროდუქტიდან 97, 662 $ მოდის ერთ სულ მოსახლეზე, რაც მსოფლიო შიდა პროდუქტის საშუალო არითმეტიკულზე 9-ჯერ მეტია.ამ ყველაფერს ლუქსემბურგი ჭკვიანური პოლიტიკისა და დინამიური მრეწველობა პოლადის სექტორში, ასევე აღსანიშნავია მათი საბანკო სისტემა და ეკონომიკის ბაზისი, რომელიც 1.24 ტრილიონი დოლარია.3)სინგაპური სწრაფად ვითარდება და მეხუთე ადგილიდან მესამეზე გადაინაცვლა.აქ მთლიანი შიდა პროდუქტით 82, 763 $ მოდის ერთ სულ მოსახლეზე.სინგაპური ამ ყველაფერს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით, საექსპორტო ქიმიური ინდუსტრიითა და უდიდესი პორტით აღწევს, რომელიც ექსპორტის რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიო პორტებს შორის.4)ქუვეითი მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფოა, დიდი ეკონომიკური შემოსავლით გამოირჩევა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტიდან 73, 246$ მოდის.დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ძვირ ვალიუტად სწორედ ქუვეიტური დინარი ითვლება.კარგადაა განვითარებული ნავთობი და საექსპორტო ინდუსტრია.ამ ქვეყანაში ექსპორტის წილი 95% შეადგენს5)ბრუნეი პატარა და მდიდარი ქვეყანაა.აქ მთლიანი შიდა პროდუქტის 71, 185$ მოდის ერთ სულ მოსახლეზე, რაც გამოწვეული მათი სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და ნავთობის ექსპორტით.ბრუნეი ასევე უხვი ექსპორტიორია ბუნებრივი აირისა და სხვადასხვა სახის საწვავის.6)არაბულ სამყაროში არაბეთის გაერთიანებული ემირატები ეკონომიკური სიძლიერით რიგით მეორეა მსოფლიოში.ხოლო პირველ ადგილს საუდის არაბეთი იკავებს.არაბეთის გაერთიანებული საემირატოები დაახლოებით 32, 278 კვადრატული მილია რაც ნიუ იორკის შტატზე პატარაა.მისი მოსახლეობა 9.2 მილიონს შეადგენს.მთლიანი შიდა პროდუქტის 67, 674$ მოდის ერთ სულ მოსახლეზე, რაც ნავთობის ექსპორტითაა გამოწვეული7)ნორვეგია ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიკურად მდიდარ ქვეყანად ითვლება.მისი მოსახლეობის 4.97 მილიონიდან ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 64, 856$ მოდის.ნორვეგია ცნობილი იმპორტიორია ნავთობის, რაფინირებული ზეთისა და ბუნებრივი აირის, ასევე ცნობილია თევზჭერის ინდუსტრიით8)შვეიცარიაში ერთ სულ მოსახლეზე 57, 235$ მოდის მთლიანი შიდა პროდუქტიდან.ეს ქვეყანა ცნობილია დაცული და მოდერნიზებული საბანკო სისტემით, სწორედ ამიტომაც მსოფლიოს უამრავი მდიდარი ადამიანი სწორედ შვეიცარიაში ინახავს ქონებას9)შთამბეჭდავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მაინც ახერხებს 10-ეულში შესვლას მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსახლეობა 310 მილიონს შეადგენს.ამერიკაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტიდან 54, 630$ მოდის, რაც გამომდინარეობს მისი უზარმაზარი საავტომობილო ინდუსტრიით, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სისტემაში წინსვლითა და ინტელექტუალური მრეწველობის განვითარებით.10)საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნავთობის იმპორტიორია მსოფლიოში და შესაბამისად სიმდიდრითაც გამოირჩევა.აქ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტიდან 51, 924$ მოდის.საუდის არაბეთს მსოფლიო ნავთობის 18% აქვს ოფიციალური მონაცემებით და ის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთ პირველ დამაარსებლად ითვლება11)ირლანდიას ზურმუხტის კუნძულსაც ეძახიან.მისი მოსახლეობა 4.8 მილიონია და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტიდან 48, 755$ მოდის.ირლანდიის ეკონომიკური სიძლიერე დგას მის მიერ მოპოვებულ და დამუშავებულ ქსოვილებზე, თითქმის ნებისმიერი სახის საკვებზე და ექსპორტის მაღალ პროცენტზე.12)ჰოლანდიის მოსახლეობა 16.8 მილიონია და ერთ სულ მოსახლეზე 47, 633$ მოდის მთლიანი შიდა პროდუქტიდან.ჰოლანდია მეტია ვიდრე უბრალოდ ტიტების ქვეყანა, მისი ეკონომიკური სიძლიერე მოდის სამთო მოპოვებითი, სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობიდან.ცოტამ თუ იცის, რომ ჰოლანდია ფაქტიურად 4 სამეფოს ნაერთია : არუბა, კიურასაო, ნიდერლანდები და სინტ მარტენი.აქედან მთლიან სამეფოში ნიდერლანდების ტერიტორიის ხვედრითი წილი 98%ია13)ავსტრიაში ერთ სულ მოსახლეზე 46, 223$ მოდის მთლიანი შიდა პროდუქტიდან.ალპური ერის მოსახლეობა 8.5 მილიონს შეადგენს.მისი სიმდიდრე დაკავშირებულია გერმანიასთან სიახლოვით, სადაც ფოლადის მსხვილი ექსპორტიორია.ასევე გამოირჩევა სოფლის მეორნეობითა და მზა პროდუქტებით.მისი დედაქალაქი ვენა ევროპაში სიმდიდრით მეხუთე ადგილზეა ჰამბურგის, ლონდონის, ლუქსემბურგისა და ბრიუსელის შემდეგ 1163 9-ს მოსწონს
|