x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
ლიმონიანი წყალი-სასარგებლო თუ საზიანო ორგანიზმისთვის
....

ლიმონი ფართოდ გავრცელებული ციტრუსია, რომელიც სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველობითა და საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, ამის გამო აქტიურად გამოიყენება სამკურნალოდ, კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში.

ბოლო დროს, გახდომის მსურველთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიმონიანი წყალი, მაგრამ ცოტამ თუ იცის როგორ მოქმედებს ეს სითხე ჩვენს ორგანიზმზე.


ლიმონიანი წყალი ასკორბინის მჟავას შიცავს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს.ლიმონი დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ხელს უწყობს ცხიმების დაწვას და აქვს მატონიზირებელი ეფექტი.ამასთან, ლიმონიანი წყალი ენერგიით მუხტავს ჩვენს სხეულს.არანაკლებ სასარგებლოა მისი გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას.


ლიმონის გარდა, ძალიან ცოტა ხილ-ბოსტნეული გამოირჩევა ვიტამინ P-ს შემცველობით, რომელიც სისხლძარღვებს და კაპილარებს ელასტიურობას სძენს და აუცილებელი ელემენტია თრომბოზის პროფილაქტიკისთვის.

ორგანული მჟავების გარდა, ლიმონი შეიცავს:კაროტინს, რიბოფლავინს, თიამინს, ფლავანოიდებს, ასკორბინის მჟავას, რუტინს.

ლიმონიანი წყალი ასევე სასარგებლოა მინერალების გაცვლის პროცესის ნორმალიზებისთვის, ანგინის, ჰიპერტონიის და რევმატიზმის სამკურნალოდ.

...

მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, დიდი რაოდენობით ლიმონის მიღებამ შესაძლოა ზიანიც მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას და არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

თუ ლიმონს ხშირად მოიხმართ, ეს თქვენს კბილებს ავნებს. სიმჟავის ზემოქმედებით ემალი დაშლას დაიწყებს, მოიმატებს მგრძნობელობა ცივის და ცხელის მიმართ, რაც მეტად უსიამოვნოა.ლიმონიანი წყლის ზედოზირებამ შესაძლოა წყლულის გაჩენა და გამწვავებაც გამოიწვიოს. ნუ გაგიკვირდებათ და, ლიმონის ჭარბმა მოხმარებამ, თუნდაც სითხის სახით, დეჰიდრატაციაც კი შეიძლება გამოიწვიოს, რადგან C ვიტამინი შარდმდენი ეფექტითაც გამოირჩევა.

ზემოთთქმულის გათვალისწინებით, სანამ ლიმონიანი წყლით გახდომას ან მკურნალობას გადაწყვეტთ, აუცილებელია ზომიერება გამოიჩინოთ და ასევე გაითვალისწინოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.



0
2282
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0