დიეტოლოგია 8 პროდუქტი, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ 2017, 1 თებერვალი, 13:57 ვინც ოდესმე დიეტაზე ყოფილა დაგვეთანხმება, აუცილებელია სწორად კვება. საჭმელი
ასუქებს, თუმცა არსებობს საკვები, რომელიც გახდომას უწყობს ხელს.
ტუნა ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 144 კკალ ტუნა ძალიან ცოტა ცხიმს შეიცავს, ბევრ ცილას და თითქმის ყველა ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია აქტიური ცხოვრებისთვის. იმის გამო, რომ ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს დაგეხმარებათ წონის სწრაფად დაკლებაში. ![]() გრეიფრუტი ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 42 კკალ გრეიფრუტი შეიცავს სპეციალურ ნივთიერება ნარნიგინს, რომელიც ოდნავ მწარე გემოს აძლევს და გეხმარებათ წონის დაკლებაში. ![]() ![]() ჭარხალი ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 43 კკალ ჭარხალი წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით შეიცავს ელემენტ ბეტაინს, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს და შემდეგში წარმოქმნასაც. ![]() ავოკადო ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 160 კკალ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, თუმცა ნოყიერია და ერთი ცალი შეიძლება ვახშმად ვიკმაროთ. ![]() გოგრა ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 26 კკალ გოგრაში Т ვიტამინის მაღალი შემცველობაა, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება მონელებაში. გოგრის თესლი მაგნიუმს და ცილას ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს, მისწრებაა მათთვის ვისაც უძილობა აწუხებს. ![]() შავი ქლიავი ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 240 კკალ მხოლოდ 5 ცალი ჩირი საკმარისია მომნელებელი სისტემის დასარეგულირებლად, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია წონაში კლებისთვის. ![]() ჯინჯერი ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 80 კკალ აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ძალიან მარტივს ხდის ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. ![]() 357 შეფასება არ არის
|