დიეტოლოგია 8 პროდუქტი, რომელიც გახდომაში დაგეხმარებათ 2017, 1 თებერვალი, 13:57 ვინც ოდესმე დიეტაზე ყოფილა დაგვეთანხმება, აუცილებელია სწორად კვება. საჭმელი
ასუქებს, თუმცა არსებობს საკვები, რომელიც გახდომას უწყობს ხელს.
ტუნა ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 144 კკალ ტუნა ძალიან ცოტა ცხიმს შეიცავს, ბევრ ცილას და თითქმის ყველა ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია აქტიური ცხოვრებისთვის. იმის გამო, რომ ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს დაგეხმარებათ წონის სწრაფად დაკლებაში. გრეიფრუტი ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 42 კკალ გრეიფრუტი შეიცავს სპეციალურ ნივთიერება ნარნიგინს, რომელიც ოდნავ მწარე გემოს აძლევს და გეხმარებათ წონის დაკლებაში. ქამასოკო ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 27.4 კკალ ამინომჟავების მოცულობით ქამასოკო ხორცს არ ჩამოუვარდება, თუმცა კალორია გაცილებით ნაკლებია. უპირატესობა მიანიჭეთ ახალ სოკოს, ქუდს და არა ძირებს, ძალიან წვრილად დაჭერით დამზადებისას. ჭარხალი ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 43 კკალ ჭარხალი წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით შეიცავს ელემენტ ბეტაინს, რომელიც ცხიმის წვას უწყობს ხელს და შემდეგში წარმოქმნასაც. ავოკადო ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 160 კკალ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, თუმცა ნოყიერია და ერთი ცალი შეიძლება ვახშმად ვიკმაროთ. გოგრა ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 26 კკალ გოგრაში Т ვიტამინის მაღალი შემცველობაა, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ეხმარება მონელებაში. გოგრის თესლი მაგნიუმს და ცილას ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს, მისწრებაა მათთვის ვისაც უძილობა აწუხებს. შავი ქლიავი ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 240 კკალ მხოლოდ 5 ცალი ჩირი საკმარისია მომნელებელი სისტემის დასარეგულირებლად, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია წონაში კლებისთვის. ჯინჯერი ენერგეტიკული ღირებულება 100გ - 80 კკალ აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ძალიან მარტივს ხდის ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. 345 შეფასება არ არის
|