x
image
ალექსანდრე ლექსო
ინფანტილიზმი: როგორ გავიზარდოთ
image კარგი რა, რა ბავშვივით იქცევი?! ეს ფრაზა დამცინავად და გამკიცხავად ჟღერს. მაინც რა არის ინფანტილიზმი და როგორ დავაღწიოთ თავი?

ლექსიკონის მიხედვით ინფანტილიზმი ადამიანის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარების ბავშვობის საფეხურზე შეჩერებას ნიშნავს.

ფართო გაგებით ინფანტილურს ვუწოდებთ ფსიქოლოგიურად მოუმწიფებელ ადამიანებს. რომლებსაც პასუხისმგებლობის გრძნობა ნაკლებად აქვთ. მაგრამ ეს მთლად ასე არ არის, ინფანტილურებს კიდევ სხვა ბავშვური ჩვევები ახასიათებთ. ემოციურობა, გულუბრყვილობა. ასეთი ადამიანები ხშირად საყვარელნი და მომხიბვლელნი არიან. მათი სიმბოლოა პიტერ პენი –პატარა ბიჭი ზღაპრული ქვეყნიდან, რომელსაც არ სურს დიდი გახდეს. არსებობს ამერიკელი ფსიქოლოგების მიერ შემოღებული მეცნიერული ტერმინი – პიტერ პენის სინდრომი.

მათთან ურთიერთობა არ არის ადვილი. დღეს თუ მახვილგონიერები და შთაგონებულნი არიან, ხვალ შეიძლება გააცდინონ მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩაშალონ მოლაპარაკებები, გაბრაზდნენ უმნიშვნელო წვრილმანზე, გამოაცხადონ ბოიკოტი, ჩავარდნენ ისტერიკაში.


რა არის ამის მიზეზი?

სპეციალისტების გარეშე ამის გარკვევა ძნელია. ერთერთი მიზეზი არასწორი აღზრდაა:

. ბავშვის დამოუკიდებლობის დათრგუნვა – როცა დედა ბავშვის მაგივრად ირჩევს ყველაფერს, ფეხსაცმელებით დაწყებული მეგობრებით დამთავრებული.

. ზედმეტი მზრუნველობა – როცა დედა ბავშვის მაგივრად ამზადებს გაკვეთილებს და რეცხავს და კერავს, იმიტომ რომ შვილი დაღლილია და ჯერ კიდევ "პატარაა"

. ზედმეტი გართობა და მინიმალური მოთხოვნები – როცა გადაჭარბებულად ზრუნავენ ბავშვის გართობაზე და არ ასწავლიან შრომას და გარჯას.


რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?

image


მღელვარე ბავშვად დარჩენა 25, 30 და 40 წლის ასაკში რთულია. ნიჭიერი და შემოქმედი, მაგრამ ინფანტილური ადამიანი ვერ იტანს ნებისმიერ კრიტიკას და ვერ ეგუება რეჟიმსა და რუტინას.

პრობლემები ექმნებათ პირად ცხოვრებაშიც. მათთვის ადვილია ყავის მირთმევა და ლიტერატურაზე საუბარი, ღამით სეირნობა, მაგრამ სტაბილურობა, ერთობლივი ბიუჯეტი და მაგალითად ონკანის შეკეთება ნამდვილი კოშმარია ბავშვური ცნობიერებისათვის. მათ შეუძლიათ ცოლის მოყვანა (გათხოვება), მაგრამ ეს დიდხანს ვერ გრძელდება.


თამაში და რეალობა.


გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში კიდევ ერთი ტერმინი გაჩნდა მოუმწიფელი მოზრდილებისათვის – კიდალტი. ისინი კლასიკური ინფანტილურებისაგან განსხვავებით შეიძლება წარმატებული ადამიანები იყვნენ, მდიდრები და პატივცემულნი. მაგრამ ბავშვობის მიდრეკილებებს არ ივიწყებენ.

ფსიქოლოგების აზრით ისინი როგორც კი დროს ნახავენ გაურბიან მძიმე და მოსაწყენ რეალობას. ესმით რა, რომ საზოგადოებას ვერსად გაექცევიან, იცავენ ყველა აუცილებელ ფორმალობას. მაგრამ ნამდვილად ბედნიერები მაშინ არიან, როცა ახალი ძვირფასი სათამაშოთი ერთობიან.


როგორ გავიზარდოთ

image


ფსიქოლოგები გვირჩევენ:


. ნუ გავექცევით სირთულეებსა და პრობლემებს, იქნება ეს უსიამოვნო საუბარი თუ რთული პროექტი. შეიძლება მოტივირებული უარი ვთქვათ, მაგრამ არ გამოვრთოთ ტელეფონი და ვუპასუხოთ ტელეფონის ზარებს.

. შევაფასოთ ჩვენი უნარები, ძლიერი და სუსტი მხარეები. ძლიერი გამოვიყენოთ, ვიმუშაოთ სისუსტეების გამოსწორებაზე.


. შევწყვიტოთ ყველა ჩვენს პრობლემებში დამნაშავის ძებნა. ეს დამნაშავე ერთია და ის არ არის ჩვენი დედა, ჩვენი უფროსი სამსახურში ან პარტნიორი, არამედ ჩვენ თვითონ.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0