სხვა იცოდით რაში გამოიყენება კოვზ-ჩანგალი? ვერც კი წარმოიდგენთ 2017, 31 იანვარი, 19:22 საერთოდ თუ იცოდით რა არის კოვზ-ჩანგალი? დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენგანმა მის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა, ის კი სუფრის სასაუზმე ხელსაწყოების ნაკრების ერთ-ერთი მათგანია. გგონიათ კოვზ-ჩანგალი თანამედროვე გამოგონებაა? არა ბატონო! ეს უნიკალური ინსტრუმენტი მე-XIX საუკუნიდან არსებობს, რომლის სათავე ამერიკის შეერთებული შტატებია.
სწორედ მე-XIX საუკუნეში ვითარდებოდა ამერიკის შტატებში სწრაფი კვების ობიექტები, გაგიკვირდებათ და ეს სპეციალური კოვზ-ჩანგლებიც სწორედ ამ ობიექტებში სწრაფად მოსამზადებელი ე.წ. ერთჯერადი ლაფშა-სუპებისთვის იყო განკუთვნილი. ისინი შეიძლება დამზადებული იყოს როგორც ხის მასალისგან, ასევე პლასტმასის და სხვადასხვა მეტალის. ამერიკა და შემდეგ კი აზიური ქვეყნის კომპანიები, ერთჯერად, სწრაფად მოსამზადებელ სუპებთან ერთად საჩუქრად აყოლებდნენ ერთჯერადი გამოყენების კოვზ-ჩანგლებს. კოვზ-ჩანგლის დიზაინი იძლევა საშუალებას წვნიანი მარტივად მივირთვათ. ერთი შეხედვით ის კოვზს გავს, თუმცა დაბოლოება დანა-ჩანგლის აქვს. გვხვდება ასევე ამავე დანიშნულებისთვის სხვაგვარი კოვზ–ჩანგალი, როდესაც ერთ ღერძზე თავში კოვზია და ბოლოზე კი ჩანგალი. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს პოპულარული არ არის, მას აღმოსავლური და აზიის ქვეყნები ფართოდ გამოიყენებდნენ ათეული წლების მანძილზე. ამ ხელსაწყოს ორიგინალური დიზაინი ხდის კარგად მოსახერხებელს საველე პირობებში გამოყენებისთვის. ბოლო დროს კი მისი დახვეწილი ვარიანტები წარმოგვიდგინეს, გვაქვს მეტალის ჩვეულებრივი კოვზ-ჩანგალი, რომელიც იკეცება და შეგიძლიათ ჯიბითაც ატაროთ და გამოიყენოთ ტრანსპორტში ხანგრძლივი მგზავრობის შემთხვევაში. დამეთანხმებიან მოგზაურობის მოყვარულები, რომ მართლაც საოცარი გამოგონებაა. იხილეთ აგრეთვე: ● ქალის გამოგონებები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო ისტორია. ● დიადი გამომგონებლები, რომლებიც ემსხვერპლნენ საკუთარ გამოგონებებს ● რატომ წერენ პირიქით- მარჯვნიდან მარცხნივ ებრაელები და არაბები? ● შემთხვევით არ ვატარებთ უსახელო- "არა" თითზე ქორწინების ბეჭედს. გასაოცარი სიბრძნე ● ისტორიაში შესული 11 უდიდესი მეცნიერი, რომელთაც ჩვენი ცხოვრება შეცვალეს ● როგორ გავხსნათ დაკონსერვებული ქილა სახსნელის გარეშე? ● მან კბილის ჯაგრისს ფუნჯები მოაჭრა და შედეგმა ყველა გააოცა. სცადეთ ● რატომ უნდა დავკიდოთ კარზე წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცა 1466 18-ს მოსწონს
|