პროფილაქტიკა როგორ გავიჩეროთ კბილის ტკივილი, თუ ხელთ არ გვაქვს წამალი 2017, 30 იანვარი, 11:06 კბილის ტკივილი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეგრძნება, რაც კი ადამიანმა შეიძ- ლება განიცადოს. მთავარი ის არის, რომ არ ვიცით როდის აგვტკივდება. გთავაზობთ 6 გამოცდილ მეთოდს, რომელიც შეგიჩერებთ უეცარ ტკივილს. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ასეთი შემთხვევის შემდეგ აუცილებლად მივაკითხოთ სტომატოლოგს. 1. პიტნა-ცნობილია, როგორც შესანიშნავი და სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. პიტნის ძლიერი ნაყენი გამოვივლოთ პირში ან ჩავიგუბოთ და გავიჩეროთ მტკივანი კბი- ლის მხარეს რამდენიმე წუთით. 2. მიხაკის ზეთი-არის დროში გამოცდილი საშუალება კბილის ტკივილის წინააღმდეგ, რადგან მას გააჩნია ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ამასთან, ის ამცირებს შესიებას და მოქმედებს, როგორც ანტიბიოტიკი. დაასველეთ ბამბა მიხაკის ზე- თით და გაიწმინდეთ მტკივანი კბილი, მაშინვე იგრძნობთ, რომ ტკივილი შემცირდება. ამ პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია დღეში 3-ჯერ.ნახევარ ჭიქა წყალში ჩავა- მატოთ 2-3 წვეთი მიხაკის ზეთი და გამოივლეთ პირში 30 წმ-ის განმავლობაში. 3. მარილიანი წყალი-ერთ-ერთი ყველაზე უბრალო და ეფექტური მეთოდი, რომელიც ამცირებს კბილის ტკივილს. მარილი კლავს ყველანაირ პათოგენურ და ვირუსულ მიკ- როორგანიზმებს, რომლებიც ტკივილს და დისკომფორტს გვიქმნიან. გარდა ამისა, სტო- მატოლოგები გვირჩევენ ყოველი ჭამის შემდეგ გამოვივლოთ პირში მარილწყალი პროფი ლაქტიკის მიზნით. 4. ვანილი-ჩაიდეთ მტკივან კბილში ვანილის კრისტალები.რამდენიმე საათში ყველანაი- რი ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გაქრება.უფრო მეტიც, ვანილს შეუძლია ჩააცხროს შესიებული ღრძილიც. 5. ყინული- შეამცირებს კბილის ტკივილს თუ ტინულის კუბიკს დავიდებთ ხელის მტე- ვანზე V-ს ფორმის ტერიტორიაზე, სადაც ერთდებიან ცერა და საჩვენებელი თითების ძვლები და გავიჩეროთ 5-7 წუთი. 6. ჩაის ხის ზეთი-დაასველეთ ბამბა ამ ზეთით და მიიდეთ მტკივან კბილზე. ასევე ერთ ჭიქა თბილ წყალში ჩავაწვეთოთ რამდენიმე წვეთი ზეთი და ჩავიგუბოთ პირში, გავიჩე- როთ, რაც შეიძლება დიდხანს, ოღონდ ეცადეთ არ ჩაყლაპოთ. 1193 7-ს მოსწონს
|