x
image
მადამ ფისუნია
ანიმაციური ფილმები
imageანიმაცია XX საუკუნის მონაპოვარია. მას კომიქსების გავლენით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაეყარა საფუძველი.

ანიმაცია - კინოწამოების სახეობა; მისი საფუძველია კადრობრივად გადაღებული ნახატი ან მოცულობითი ფიგურების სურათები(თოჯინური ფილმი), რომლებიც მოძრაობათა თანმიმდევრობას ქმნის. ასეთი სურათების სწრაფი მონაცვლეობა ეკრანზე მოძრაობის ილუზიას წარმოშობს.

XX საუკუნის დასაწყისში უოლტ დიზნიმ შექმნა თავისი პირველი, ერთწუთიანი ფილმები: იგი პერსონაჟებს იგონებდა, მისი მეგობარი იუბ ივერკსი კი ხატავდა მათ და შემდეგ ფირზე გადაჰქონდა. იხვი დონალდი, ზაღლი პლუტო, მინი და მიკი მაუსები მსოფლიოს მასშტაბის ვარსკვლავები გახდნენ და დიზნის სტუდიას დიდი პოპულარობა მოუტანეს. უკვდავი მიკი მაუსი ცნობილმა ანიმატორმა 1928 წელს შექმნა.

ანიმაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოძრაობების ბუნებრიობას, თავისუფლებას, სახის გამომეტყველებას.


ანიმაციური ფილმის შექმნაზე სპეციალისტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი მუშაობს. ზოგი მხატვარი პერსონაჟებს, მათ ხასიათს, ჩაცმულობას ქმნის, ზოგი - გარემოს (პეიზაჟებს, ინტერიერს), სადაც მოქმედება ვითარდება. ნახატები ფერადოვანი, ეფექტური უნდა იყოს, მოძრაობები - თავისუფალი (წამში ეკრანზე 12-15 კადრი გაირბენს).

დღეს ანიმატორებს შრომას კომპიუტერი უმარტივებს, თუმცა პერსონაჟები, მათი სახეები, ფერები, გარემო, სივრცე, პერსპექტივა, განათება მაინც მხატვრის მუშაობას მოითხოვს.

ზოგჯერ ანიმაციური გმირები მხატვრული ფილმების პერსონაჟებიც ხდებიან და ცოცხალი მსახიობების გვერდით თამაშობენ თავიანთ როლებს. ასეთი რამ კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა გახადა შესაძლებელი, როგორც მაგალითად, ცნობილ ფილმში "კურდღელი როჯერი."imageწლების წინ, ტელევიზია დაიპყრო მრავალსერიანმა იაპონურმა ანიმაციურმა ფილმებმა. თუ მაღალი ხარისხის ფილმებში წამში 12-15 კადრი გადის ეკრანზე, ამ იაპონურ ფილმებში მხოლოდ წამში 5 კადრია. ამის გამო მოძრაობები შეზღუდული და არაბუნებრივი იყო.

თუმცა დღესდღეობით, ჩემი მოკრძალებული აზრით ანიმაციური ფილმების სამოთხე სწორედ იაპონიაა, სწორედ იქ იქმნება ყველაზე გენიალური ანიმაციური ფილმები, რომელსაც ყველა ვერ ჩაწვდება და მას გასაგებად განსაკუთრებული ინტელექტი და აზროვნება სჭირდება, მითუმეტეს, მაშინ როდესაც იაპონიაში ანიმაციის მთელი კულტი არსებობს. მას იაპონელები და არამხოლოდ ისინი, ყველა იაპონური ანიმაციის მოყვარული უწოდებს "ანიმეს" და თუ ვინმე გაბედავს და ანიმეს მულტფილმად მოიხსენიებს, შესაძლოა "ანიმეშნიკის" სასტიკი, ბნელი მხარეც კი დაინახოს. ანიმეს გააჩნია ჟანრები, ის ყველა ასაკის, სქესის თუ გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. ანიმეს სამოთხედ მივიჩნევ სტუდიო გიბლის, ხოლო ღმერთად კი - მიაზაკის. თუმცა რა საკვირველია არაერთი სხვა კარგი ანიმეს შემოთავაზებააც შემიძლია მსურველთათვის.

image

image

imageimageimage




0
98
4-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0