მსოფლიო დონალდ ტრამპმა შეაჩერა მუსულმანი-ლტოლვილების მიღება.პრიორიტეტი ქრისტიანებს დაუტოვა 2017, 28 იანვარი, 17:38 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რადიკალი ისლამისტი ტერორისტებისგან ქვეყნის დასაცავად ახალ ღონისძიებებს მიმართავს.ახალი ბრძანების თანახმად მსოფლიოს 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში ეკრძალებათ აშშ-ს ტერიოტორიაზე შემოსვლა, ხოლო სირიელი ლტოლვილების მიღება გადაიდო გაურკვეველი დროით. ამერიკულ სპეცსამსახურებს დაევალათ დამატებითი სპეციალური ღონისძიებები გატარდეს ქვეყანაში შემოსული მიგრანტების მიმართ.პროცედურის განახლების შემდეგ წლის ბოლომდე აშშ 50 000 მიგრანტს შეიფარებს, თუმცა ერთი განსხვავებით.უპირატესობა მიენიჭებათ რელიგიურ უმცირესობებს, -ქრისტიანებს.ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია Christian Broadcasting Network -თან ინტერვიუში განაცხადა.ობამას ადმინისტრაციამ 2017 წელს 110 000 ლტოლვილის მიღების პირობა დადო. ამასთანავე ტრამპის ახალი ბრძანების თანახმად მსოფლიოს 7 ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ ამერიკის ტერიტორიაზე შემოსვლა.ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სირია, სიმალი, სუდანი და იემენი, შეზღუდვა არ ეხებათ მხოლოდ დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ ქვეყნებიდან. იხილეთ აგრეთვე: დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ 48 5-ს მოსწონს 1-ს არა
|