x
image
დათო შაროვი
დეპრესიის დაძლევის საუკეთესო საშუალება
image


დეპრესიის დროს ძლიერი ეფექტი აქვს უბრალო მასაჟს ხელის თითებზე. საქმე იმაშია,

რომ ტიბეტური მედიცინის თანახმად ხელის თითების ზონაში და ხელის გულებზე ჯან

მრთელობის თავისებური ფანჯარაა.ყველა თითი პასუხისმგებელია შესაბამის ორგანოზე.


დიდი (ცერა) თითი ფილტვების, ბრონხების და ღვიძლის მდგომარეობას ასახავს. ამ

თითზე მასაჟის გაკეთებით, შევარბილებთ ან საერთოდ მოვხსნით ხველის ნებისმიერ შე-

ტევას. საჩვენებელი თითი დაკავშირებულია მთლიანად კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან. შუა

თითი სისხლის მიმოქცევის სისტემას უკავშირდება.არათითის მასაჟი გვეხმარება ნერვუ-

ლი სისტემის დარღვევებთან ბრძოლაში, სტრესის და ცუდი განწყობის მოხსნაში. ნეკი

თითი უკავშირდება წვრილ ნაწლავს, მისი მასაჟი გვეხმარება ქრონიკული შეკრულობის
მოშორებაში.ხელის გულის ცენტრში მდებარეობს აქტიური წერტილი.მასზე ზემოქმედე-

ბით, შეგვიძლია მოვიხსნათ გახშირებული გულისცემა და დაღლილობა, დავიბრუნოთ
გამბედაობა და ხალისიანი განწყობა. კარგია ასევე ჯაგრისით მასაჟის გაკეთება, კომპი-

უტერთან ვზივართ თუ დივანზე ვწევართ, ვბანაობთ თუ გაზეთს ვკითხულობთ, ვიწყებთ

წრიულ მოძრაობას ჯაგრისით, ამ დროს იზრდება სხეულის ტემპერატურა, ხელები გვი-

თბება, ამის შემდეგ ენერგიულად დავიზილოთ სახსრებიც. ხშირად და სწრაფად შევკრათ

და გავშალოთ მუშტი დაახლოებით 10-ჯერ. შემდეგ მასაჟი გავაკეთოთ ყველა თითზე

წვერიდან ძირამდე ყველა მხრიდან. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ზონებს,

რომლებიც გვაწუხებს. მასაჟის გაკეთების დროს შეიძლება ვიხმაროთ მკვებავი კრემი,

რომელიც მთლიანად შეიწოვება და გააცხელებს კანს. მასაჟის კეთება არ უნდა აღემატე-

ბოდეს 7-10 წუთს, გამეორება შეგიძლიათ 5-ჯერ დღეში, ხოლო ყველაზე ეფექტური

დილის მასაჟია. ბოლოს, სცადეთ კიდევ ერთი მეთოდი მუხლქვეშა ფოსოს წერტილებზე,

ეს კეთდება მჯდომარე პოზიციაში, ერთდროულად გაიზილეთ ორივე ფეხზე, მასაჟი

კეთდება საჩვენებელი თითით მსუბუქი წრიული მოძრაობით და გრძელდება 5 წუთი.

0
80
4-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0