საზოგადოება 20 სოციალური რეკლამა, რომელზეც უნდა დაფიქრდეთ 2017, 27 იანვარი, 18:33 სოციალური რეკლამები ხშირად იმ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც ჩვენ დუმილს ვამჯობინებთ. კარგ სოციალურ რეკლამას შეუძლია, სათქმელი მიიტანოს საზოგადოებამდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
სტატიაში გთავაზობთ 20 სოციალურ რეკლამას, რომლებმაც ცოტა ხნით მაინც უნდა შეგაჩეროთ და დაგაფიქროთ.
1. ასეთი გრაფიკული გზით რეკლამა ხალხს ახსენებს მოწევის საფრთხეს. 2. "ტექნოლოგიები ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგ" 3. "გაეცი სისხლი! აჩუქე ვიღაცას ახალი სიცოცხლე"! 4. ორგანოების ტრანსპლანტაციის წამახალისებებლი რეკლამა ჩინეთში 5. "დღეს ბავშვები უფრო ცოტა დროს ატარებენ გარეთ, ვიდრე პატიმრები". 6. იუნისეფი: "ჩვენ ვიბრძვით ისეთი სამყაროსთვის, სადაც ამ სურათს სხვანაირად არავინ გაიგებს". 7. რეკლამა იმის შესახსენებლად, რომ ტყეების გაჩეხვა დიდი პრობლემაა 8. "ის არ არის, უბრალოდ, მოდური ბეწვი! ის ვიღაცის დედაა"! 9. "ასე ცხოვრობს გარემო: ცდილობს, გადარჩეს". 10. "გაფრთხილება საჭესთან მობილურის გამოყენების შესახებ" 11. "რუმინეთი სამრეწველო ნარჩენების წინააღმდეგ: რამდენად დიდი უნდა იყოს ნამწვი, რომ შევწყვიტოთ მისი იგნორირება"?! 12. "გაეროს პოსტერი მსოფლიო შიმშილობის პროგრამისთვის" 13. "პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხუცების მტკივნეულ ყოფაზე" 14. "რეკლამა სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის (სსმპ) შენობების ადაპტირების შესახებ" 15. "რაც უფრო დიდ ხანს იქნება აუტისტი ბავშვი დახმარების გარეშე, უფრო რთული გახდება მისი დახმარება". 16. "ბავშვების მუშაობა. - თუ ხმას არ ამოიღებ, ეს პრობლემა არასდროს მოგვარდება". 17. "ტკბილეული კლავს! პოსტერი შექმნილია საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად დიაბეტის შესახებ". 18. "ფოტო "განვითარებული" სამყაროდან. სელფშოტი, რომელიც არ უნდა არსებობდეს". 19. "300 000 ბავშვი მიდის ომში, სკოლის ნაცვლად". 20. "შენმა კანის ფერმა არ უნდა განსაზღვროს შენი მომავალი". 517 1-ს მოსწონს
|