სხვა 9 რამ, რაზეც არასწორად ფიქრობდით 2017, 26 იანვარი, 13:51 ყველამ ვიცით, რომ ალკოჰოლი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, რომ სპორტი და სწორი კვება კარგია, მაგრამ არის სხვა რაღაცებიც, რაზეც ეჭვშეუტანლად ვფიქრობდით, რომ სწორი იყო და, თურმე, ვცდებოდით.
მოდით, ვნახოთ განსხვავება ჩვენს წარმოდგენილ მითებსა და რეალობას შორის სხვადასხვა საკითხზე.
1. გვგონია, რომ მაღვიძარა კარგი საშუალებაა დროზე გასაღვიძებლად, მაგრამ, სინამდვილეში, სწრაფად გაღვიძება ცუდია ჯანმრთელობისთვის. 2. ჩვენ ვფიქრობდით, რომ რაც უფრო დიდ ხანს დავიძინებთ, უფრო კარგია, მაგრამ, სინამდვილეში, 8 საათზე მეტ ხანს ძილი იწვევს ლეტარგიას, ანუ მოდუნებულობას და უხალისობას. 3. მითია, რომ ყველა მზის სათვალეს შეუძლია თვალების მზისგან დაცვა, ამ დანიშნულებას მხოლოდ კარგი ხარისხის სათვალეები ასრულებენ. 4. ალბათ, ბევრისგან გაგიგიათ, რომ ვიტამინების მიღება აუცილებელია ჯანსაღი სხეულისთვის, მაგრამ, სინამდვილეში, ვიტამინები მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა მიიღოთ. 5. მძიმე კვირით დაღლილებს, ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ დაკლებულ ძილს დასვენების დღეებში აინაზღაურებდით, მაგრა, იცოდეთ, რომ ღამის განმავლობაში მხოლოდ 7-8 საათით ძილია რეკომენდირებული და სრულიად საკმარისი. 6. ყოველი კერძის შემდეგ კბილების გახეხვა არ არის აუცილებელი, დილით და ღამით, ძილის წინ, საკმარისია. 7. დაამსხვრიეთ მითი, რომ ლანჩის მერე უნდა წათვლიმოთ. ჭამის მერე ძილი, უბრალოდ, გასუქებაში გეხმარებათ! 8. მითია, რომ მიკროტალღური ღუმელი საკვების ჯანსაღ ნაწილებს ანადგურებს. სინამდვილეში, მის რადიაციას არ შეუძლია ატომების და მოლეკულების დაშლა. 9. ზურგჩანთა ნივთების სატარებლად იდეალური მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ის თქვენს წელზე 5 სანტიმეტრით ზევით არის მოთავსებული და ყველა სამაგრი შეკრული გაქვთ. 80 1-ს მოსწონს
|