ქალი ქალის სილამაზის საიდუმლო 2012, 9 ივნისი, 17:46 სილამაზის საიდუმლოს რჩევები ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ძალიან მარტივია. გაგაცნობთ სხვადასხვა ქვეყნის ქალების სილამაზის საიდუმლო რეცეპტებს:
![]() ![]() ჩინელი ქალების აზრით, თუ ნუშს ხშირად მიირთმევთ ნაოჭები აღარ გაგიჩნდებათ. ასევე კარგია მისი შემცველობის სახის და სხეულის კრემების ხმარებაც. ![]() ![]() როცა არგენტინელ ქალებს სახის კრემი უთავდებათ, თურმე სულ არ ნაღვლობენ და ახლის ყიდვამდე დანაკლის არაჟნით ივსებენ.არაჟანს კარგად ათქვეფენ შესქელებამდე, შემდეგ სახეზე მის ნიღაბს იკეთებენ, შედეგით კი საოცრად კმაყოფილი არიან. ![]() ![]() ფრანგი ქალები, ალუბლის და ბროწეულის მარცვალს ჩაყრიან ბლენდერში და შემდეგ მიღებული ნაყენს გამოიყენებენ სახის კანისთვის, რომელიც ბუნებრივ ფერს და სიგლუვეს უნარჩინებს სახის კანს. ასეთი ნიღაბის გაკეთება შეიძლება კვირაში ერთხელ 5-6 წუთი. ![]() ![]() ესპანელი ლამაზმანები გამოიყენებენ მოცვის წვენს, რათა ქონდეთ მბზიანვი თმა. აურიეთ ნახევარი ჭიქა მოცვის წვენი და წყალი და გადაივლეთ თმებზე. მაგრამ ეს კომბინაცია არის მარტო მუქი ფერის თმებითვის, ქერებს ვურჩევთ მოცვის ნაცვლად, ლიმნის წვენი გამოიყენეონ. ![]() 1160 5-ს მოსწონს
|