სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე გზას, რომელიც დაგეხმარებათ ხილ-ბოსტნეულის სწორად შენახვაში.
წესი 1. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ შენახვამდე არ შეიძლება ხილ-ბოსტნეულის გარეცხვა!!
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419075020141.jpg)
შეიძლება, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად უკეთესია, არ გარეცხოთ ხილი და ბოსტნეული მაცივარში ან კარადაში შენახვამდე. თუ რამე დასვრილია, სჯობს, უბრალოდ, მშრალი ქსოვილით გაწმინდოთ. გარეცხვამ ხილ-ბოსტნეულს შეიძლება თავდაცვითი ბაქტერიები მოაშოროს, რომლებიც მას დაობებისგან და ლპობისგან იცავენ.
წესი 2. ხილ-ბოსტნეულის შენახვისთვის მშრალი გარემო უკეთესია!
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419163220141.jpg)
დამატენიანებელი გარემო მხოლოდ იმას უწყობს ხელს, რომ ხილ-ბოსტნეულმა ბაქტერიები აიკიდოს. კარგი ხერხია ქაღალდის ხელსახოცის მოთავსება კონტეინერის შიგნიდან, ეს პროდუქტს თავიდან ააცილებს ჭარბ ტენიანობას.
წესი 3. რა უნდა ვქნათ, თუ მოუმწიფებელი ავოკადო შეგვხვდება?
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419193720141.jpg)
ასეთ შემთხვევაში, ავოკადო უნდა გავახვიოთ სქელ ქაღალდში ან გაზეთში და შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე მომწიფებამდე. მომწიფების შემდეგ კი შეგვიძლია, მოვათავსოთ პოლიეთილენის პარკში და შევინახოთ მაცივარში.
წესი 4. იცოდეთ, რომ გარკვეული პროდუქტისთვის მაცივარი საერთოდ არ არის რეკომენდირებული!
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419232220141.jpg)
წიწაკა, კიტრი და პომიდორი უჯობესია, ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ. მაცივარში შენახვით წიწაკა თავის მოქნილ ფორმას კარგავს, კიტრი და პომიდორი კი, შესაძლოა, ლორწოვანი გახდეს.
წესი 5. შემოაკარით პარკი ბანანის თავებს!
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419263820141.jpg)
მაცივარში შენახვის გამო, შესაძლოა, ბანანი გაშავდეს და გემო დაკარგოს. ამიტომ, შეგიძლიათ, შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ თავებზე პოლიეთილინი უნდა შემოაკრათ.
წესი 6. გაწმენდილი და დაჭრილი ბოსტნეული შეინახეთ წყალში!
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419284720141.jpg)
თქვენ შეგიძლიათ გაწმენდილი და დაჭრილი ბოსტნეული, მაგალითად სტაფილო, დიდ ხანს შეინახოთ მაცივარში, ოღონდ აუცილებლად მოათავსეთ ქილაში წყალთან ერთად.
წესი 7. ხახვი და ნიორი უპირატესობას ჩაბნელებულ ადგილებს ანიჭებენ!
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419311920141.jpg)
ხახვის და ნიორის საუკეთესო მეგობარი სიბნელეა. თუ თქვენ არ გაქვთ სპეციალური ადგილი მათ შესანახად, შეგიძლიათ, ქაღალდის ყუთებში მოათავსოთ, მაგრამ აუცილებლად გახვრიტეთ, რომ ჰაერიც მიეწოდებოდეთ.
წესი 8. მზის სხივები კარტოფილს აფუჭებს!
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419335220141.jpg)
არასდროს შეინახოთ კარტოფილი ისეთ ადგილას, რომელსაც მზის სხივები ხვდება. უკეთესია, თუ მას შეინახავთ მშრალ, ბნელ ადგილას ხის კალათაში ან ყუთებში.
წესი 9. პომიდორის შენახვისას არ დამალოთ მისი ყუნწი!
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419373320141.jpg)
ყუნწი პომიდორის ყველაზე მოსაფრთხილებელი ნაწილია. ეს არის ადგილი, საიდანაც ის იწყებს ლპობას. თუ პომიდორს ყუნწით მაღლა შეინახავთ, უფრო დიდ ხანს გაძლებს.
წესი 10. შეინახეთ ყურძენი პოლიეთილენის პარკებში!
![შეინახეთ ხილი და ბოსტნეული სწორად!
ხერხები, რომლებიც აუცილებლად
დაგეხმარებათ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201701/2017012419393320141.jpg)
ყურძენი ისე მალე აღარ გაფუჭდება და უფრო დიდ ხანს დარჩება ნორჩი, თუ პოლიეთილენის პარკებში მოათავსებთ და შეინახავთ მაცივარში.