x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"დროპას" დისკები - ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები!

1938 წელს, ჩინეთისა და ტიბეტს შორის მდებარე რეგიონში არქეოლოგებმა, დოქტორ ში პუ ტეას ხელმძღვანელობით, მთებში გასაოცარ აღმოჩენას მოწერეს ხელი. კერძოდ კი გამოქვაბულში, სადაც ოდესღაც ძველი ადამიანები ცხოვრობდნენ. გამოქვაბულის ტერიტორიაზე ასეულობით ქვის დისკები იქნა აღმოჩენილი.


image


ძველ ადამიანების ნამარხებს შორის, აღმოჩენილ იქნა ისეთი ძვლები, რომლებიც დედამიწაზე სხვადასხვა აღნაგობის ადამიანების არსებობას ამტკიცებდენ. თავის ქალები უფრო განიერი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანისა. მეცნიერებმა, გამოქვაბულებში ასევე ძალიან ბევრი უცნაური წარწერა აღმოაჩინეს გამოქვაბულის კედლებზე. გარდა ამისა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ნახატებმა, სადაც გამოსახული იყო: მზე, მთვარე და ვარსკვლავები. გამოქვაბულის იატაკზე აღმოჩენილ იქნა დროპასდისკები, რომლებიც დათარიღებულია 10-12 ათასი წლით. ეს საიდუმლოებებით მოცული ქვები, კაცობრიობისგან დამალულ იქნა.


image


გაზომვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დროპას დისკების დიამეტრი 23 სმ იყო(22, 7), ხოლო სისქე 2 სმ. უფრო დეტალურ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დისკების ზედაპირზე სიმბოლოები არსებობდა. ეს სიმბოლოები გაანალიზებულ იქნა, აღმოჩნდა მიკროსკოპული წარწერები, რომლებიც ყველასთვის გაურკვეველ ენაზე იყო დაწერილი.


image


ეს წარწერები ამტკიცებდა ქვების არამიწიერებას, ანუ ეს ქვები უცხოპლანეტების იყო. კითხვის ნიშნის ქვეშ კვლავ რჩებოდა წარწერა, რომელიც ქვაზე იყო აღბეჭდილი. 20 წელზე მეტი გავიდა და ვერავინ ვერ გადათარგმნა, თუ რა ეწერა ამ დროპას დისკებზე. თუმცა მოგვიანებით 1962 წელს, ჩინელ მკვლევარმა იეროგლიფების გადათარგმნა მოახერხა.


image


იეროგლიფების თანახმად, მათ ავარია განიცადეს მთებზე დაშვების დროს. ხომალდებს ადამიანების მსგავსი არსებები მართავდნენ, რომლებიც საკუთარ თავს “დროპას" უწოდებდნენ. მათი ნარჩენები კი გამოქვაბულში იქნა აღმოჩენილი. კვლევებმა ცხადჰყეს ის ფაქტიც, რომ ადგილობრივებმა ეს უცნაური არსებები მოკლეს, რადგან განსხვავდებოდნენ მათგან.


წლები გავიდა, თუმცა ოფიციალური განცხადება დროპას ქვების(დისკების) შესახებ დღემდე არ გაკეთებულა. აქედან გამომდინარე, დროპას ქვები, მსოფლიოს ერთ-ერთ ამოუხსნელ საიდუმლოებად რჩება!


imageimageimageimageimage






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


image

1 -რომელი არსება კლავს ადამიანს ყველაზე სწრაფად?!

2 -ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (ბოლო ნაწილი)

3 -სოფელი, სადაც მზის სხვისი ვერ აღწევს!


4 -დონალდ ტრამპის ავტომობილები!

5 -დაუჯერებელი ბუნებრივი მოვლენები, რომლებზეც თვალს ვერ დავხუჭავთ!!!


2
784
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
784
  
2017, 28 აგვისტო, 7:34
მადლობა გაიხარე ძმა
გენიალური სტატიაა!!! მთელი გულით ვხარობ! გენიოსია ამ სტატიის ავტორი! არ ვხუმრობ. განათლებული მოაზროვნე თუ დაწერდა ასეთ სტატიას მხოლოდ! გლოცავ სამყაროს სულის სახელით ალექს999!
0 1 2