პროფილაქტიკა რა მოხდება თუ ყოველდღე შეჭამთ თაფლს 2017, 22 იანვარი, 13:39 თაფლი ადრიდანვე ითვლებოდა ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო პროდუქტად.თა-
ფლში არსებული აუცილებელი ფერმენტების მაღალი დონე, შესაძლებელს ხდის შეანე-
ლოს დაბერების პროცესი, ამიტომ მას სუპერ საკვებად მოიხსენიებენ. ჩვენ ვუბრუნდე-
ბით კვების იმ პრინციპებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. აი, რა მოხდება ჩვენს ორგანიზმში, თუ თაფლს ყოველდღიურად მივიღებთ.
![]() კანი გასუფთავდება თაფლი არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ის ეხმარება ორგანიზმს მოიშოროს ზედმეტი ტოქსინები. ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით თაფლს შეუძლია თქვენი კანი გახადოს ისეთი სუფთა, როგორც არასდროს. წონის დაკლება შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ. მიაჩვიეთ თქვენი ორგანიზმი თაფლით ჩაანაცვლოთ შოკოლადი და სხვა მრავალი ნუგბარი, ასევე გაზიანი სასმელები, რათა დაიკლოთ წონაში. ![]() მცირდება სისხლში შაქრის დონე როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ტაფლი შეიცავს საჭირო რაოდენობის შაქარს, მასში უნიკა- ლური კომბინაციაა ფრუქტოზის და გლუკოზის, რომელიც რეალურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ანტიოქსიდანტები და ფლავონოიდები, რომლებსაც შეიცავს თაფლი, ხელს უშლის გულ- სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. თაფლი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რომელმაც შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს. ![]() მშვიდობით ტოქსინებო თაფლი და თბილი წყალი საუკეთესო კომბინაციაა, რომელიც მიმართულია თქვენი ორ- განიზმიდან ტუტე ნარჩენების გამოსადევნად, ამით ვახდენთ სახლის პირობებში ჩვენი ორგანიზმის დეტოქსიკაციას. იმუნური სისტემა თაფლს გააჩნია საკმაოდ შთამბეჭდავი თვისებები, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ჩვენს იმუნურ სისტემაზე. მთავარია შეიძინოთ ორგანული თაფლი, რომელიც სავსეა ფერმენტებით, ვიტამინებით და მინერალებით და დაიცავს თქვენს ორგანიზმს მრავალი მავნე ბაქტერიისგან. ![]() თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს 280 6-ს მოსწონს
|