x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერების დასკვნა:პატიოსანი კაცი შეიძლება გამოვიცნოთ ცხრა სართულიანი გინებით,ხოლო მატყუარები სოციალურ ქსელში ნაცვალსახელების მეშვეობით

image

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და გინება ითვლება აგრესიის გამოვლენად და ანტისოციალურ ქცევად საზოგადოების წინაშე..მაგრამ სულ სხვა დასკვნამდე მივიდა ჰოლანდიელი, ამერიკელი, ბრიტანელი და კონგ კონგელი მეცნიერთა ჯგუფი.ისინი ამტკიცებენ, რომ ბილწსიტყვაობისკენ მიდრეკილება არის ნიშანი...პატიოსნებისა.ამის შესახებ იუწყება სამეცნიერო ჟურნალი Psychological and Personality.


მეცნიერებმა ორი ძირითადი ექსპერიმენტი ჩაატარეს.



პირველ კვლევაში 307 მოხალისე მონაწილეობდა.მათ შესთავაზეს ყოველგვარი შეზღუდვის და სიმორცხვის გარეშე შეედგინათ იმ სიტყვების სია, რომელსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ(მეცნიერები ლოგიკურად ვარაუდობდნენ, რომ რაც უფრო აქტიური პიროვნების ლექსიკა, მით უფრო ხშირად იყენებს "საქმეში"), შემდეგ კი ყველა მოხალისე სიცრუის დეტექტორზე შეაერთეს..



აღმოჩნდა, რომ ყველაზე "ვირტუოზი მგინებლები" უფრო პატიოსნები და გულწრფელები არიან.ამასთანავე მათ ანკეტაში აღნიშნეს, რომ იგინებიან არ იმიტომ, რომ ვინმეს აწყენინონ, არამედ იმიტომ, რომ გამოხატონ ის, რაც "სულში დაუგროვდათ".

image

რაც შეეხება მეორე კვლევას:მეცნიერთა ჯგუფმა "ფეისბუქზე" შეისწავლა 73 789 პროფილი. აღმოჩნდა, რომ არსებობს მთელი რიგი გრამატიკული სტრუქტურები სტილისტური მონაცვლეობით, რომელიც მიუთითებს, რომ პირს მიდრეკილება აქვს სიცრუისკენ.

მაგალითად მატყუარები ცდილობენ არ გამოიყენენონ 1 პირის ნაცვალსახელები (მე, ჩვენ)


თავის მხრივ გულწრფელი ადამიანის გამოცნობა შეიძლება იმით, რომ ხშირად იყენებს ამბის მოყოლის დროს სიტყვებს:"გარდა", "მაინც", "თუმცა" "მაგრამ", რომელიც ამყარებს ამბავს და ანთავისუფლებს უფხო ღვარძლისგან, ხოლო მატყუარას არ უნდა არაფრის მითითება - ის ცრუობს დაუფიქრებლად, ასე რომ, ეს სიტყვები მისი ლექსიკიდან ქრება, ის ძირითადად გამოხატავს უარყოფით გრძნობებს და ხშირად ხმარობს ისეთ სიტყვებს როგორიცაა: "შეშფოთებული", "პრობლემური", "აღელვებული". ეს აიხსნება მატყუარას შიდა ემოციური მდგომარეობით, რადგან სიცრუე უკავშირდება მის შფოთვას და დანაშაულს.

ამ მეთოდიკით შეიქმა ლინგვისტური კომპიუტერული პროგრამა, რის მიხედვითაც შესაძლებელია "ფეისბუქზე" ცრუ პოსტების 80%-ის გამოცნობა.


იხილეთ აგრეთვე: image

მამაკაცური "ღირსების" ქალური შეფასება


ტაილანდელმა მშობლებმა 2 წლის ქალიშვილი გაყინეს, რომ მომავალში მკვდრეთით აღსდგეს


საიდუმლო, რომელიც NASA-მ ახლახან გაასაჯაროვა-მუსიკა, რომელიც "აპოლო-10"-ის ეკიპაჟს ესმოდა მთვარის უკანა მხარეს



0
232
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0