პროფილაქტიკა კუნთებისა და კისრის დაჭიმულობა: გათავისუფლდით მისგან სამუდამოდ 2017, 21 იანვარი, 18:31 კუნთების დაჭიმულობა და სპაზმი ნაცნობია თითქმის ყველა ადამიანისთვის.ხშირად, ეს უსიამოვნო შეგრძნებები გვიჩნდება ხელებში და ფეხებში, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა კისრის კუნთების და- ჭიმულობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვისი კუნთებიც მეტადაა დაძაბული დიდი ხნის განმავლობაში-ოფისის თანამშრომლები, მკერავები, მძღოლები. სპაზმი ემართებათ ხანგრძლივად მჯდომარე პოზიციაში ყოფნისას. სპაზმის მოხსნაში ხერხემლის მარტივი ვარჯიში დაგვეხმარება. 1) სავარჯიშო დაჯექით სკამზე და ჩამოუშვით ხელები, მიაბრუნეთ თავი მარჯვნივ ბოლომდე, როგორც შეძლებთ, შემდეგ მარცხნივ. ეცადეთ ნიკაპი მხარზე დააფიქსიროთ.გაიმეორეთ 10-ჯერ. 2) სავარჯიშო დაჯექით სკამზე და ჩამოუშვით ხელები, დახარეთ თავი დაბლა და ეცადეთ ნიკაპით მიწვდეთ მკერდს, შემდეგ გადაწიეთ თავი უკან. გაიმეორეთ 10-ჯერ. 3) სავარჯიშო დაჯექით სკამზე, მიიდეთ ერთი ხელი შუბლზე და თავი დახარეთ წინ. შუბლზე ხელის მიჭერით ეცადეთ წინააღმდეგობა გაუწიოთ თავის მოძრაობას. გაიმეორეთ 10-ჯერ. 4) სავარჯიშო დაჯექით სკამზე, მიიდეთ ხელის გული საფეთქელზე და გადახარეთ თავი მარჯვნივ, ეცადეთ წინააღმდეგობა გაუწიოთ თავის მოძრაობას, შემდეგ შეცვალეთ ხელი და იგივე მოძრაობა გააკეთეთ მარცხნივ. გაიმეორეთ არანაკლებ 5-6 ჯერ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვარჯიშები ეფექტურია ქრონიკული დაავადებების დროსაც. თუ თქვენ განიცდით საშინელ ტკივილს, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს 1272 8-ს მოსწონს
|