რელიგია ვისი რწმენაა ყველაზე კარგი? 2017, 21 იანვარი, 11:25 ერთხელ ერთ მოედანზე შეიკრიბა მუსულმანი, ქრისტიანი, ინდუსი, ბუდისტი, ჯაინი (წმინდა მაჰავირუს მოწამე), სიკხი და ათეისტი. დაიწყეს კამათი- ვისი რწმენაა უკეთესი. ქრისტიანმა თქვა: – იესოს რწმენა -უდიდესია. იმ ადამიანებს, ვისაც სხვა წმინდანები სწამთ, ღმერთი ჯერ არ შეუცვნიათ. მე არ ვამაყობ იმით, რომ ქრისტეს უღალატეს და ჯვარს აცვეს. მაგრამ ვამაყობ იმით, მათ შექმნეს ქრისტიანობა. ჩვენი რწმენა - ეს არა დამონება, არამედ თავისუფლებაა! მიიღეთ ჩვენი რწმენა. იესომ ყველა ჩვენთაგანისთვის დაღვარა სისხლი! ჩვენი ცოდვები შეწყალებულია ქრისტეს სისხლით! ურწმუნოები კი სამუდამოდ მოხვდებიან ჯოჯოხეთში. ჩვენი ღმერთი სამართლიანია! მუსულმანმა შეაწყვეტინა: – დიდი წინასწარმეტყველი მუჰამედი გვასწავლიდა, რომ მსოფლიოს მმართველებმა მოკლეს ყველა, ვინც იესოს იცნობდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ქრისტიანებს იესო კი არა, მსოფლიოს მმათველების სიცრუის სწამთ. მუჰამედი გვასწავლიდა, რომ ასობით წელია ადამიანებს ატყუებენ როგორც ბავშვებს. ერთი ღმერთის (ალაჰის) რწმენა - ბძნული ცხოვრების საფუძველია! ვისაც არ სწამს იესოსი და მუჰამედ წინასწარმეტყველის - ის ალაჰის, ჭეშმარიტი ღმერთის წინააღმდეგია. ქრისტიანები მსოფლიოს მმართველების მიერ მოტყუებულნი არიან. თავიდან რომის პაპი იყო ეკლესიის ხელმძღვანელი, შემდეგ იმპერატორი! როგორ შეგიძლიათ ერთდროულად გწამდეთ ღმერთის და გჯეროდეთ მსოფლიოს მმართველების? განა შეიძლება ემსახურო ღმერთს და მათ, ვინც ხალხი მოატყუა და ქრისტე ჯვარს აცვა? ბუდისტმა ( წმინდა ბუდას მორწმუნემ) მუსულმანს შეაწყვეტინა საუბარი: – ღმერთი _ ეს არის ის, რასაც თქვენ წარმოიდგენთ მის შესახებ. ღმერთი არ არ არსებობს როგორც პიროვნება. ღმერთი -ეს ცნობიერებაა, რომლითაც თითოეული ატომია გაჟღენთილი.ის, ვინც წმინდანების და ან ღმერთის სახელით ომს იწყებს, - ბრმაა. ის, ვინც კლავს ან მოკვლის შეკვეთას იძლევა - ეზიზღება ღმერთი თითოეულ სულიერში, ესე იგი ვერ იტანს საკუთარ თავსაც! ბუდისტი შეაჩერა ჯაინმა: – საერთოდ, როგორ შეიძლება მორწმუნე უწოდო მათ, ვისაც სძულს სიცოცხლე მწერების სახით. წმინდა მაჰავირამ თქვა, რომ ის, ვინც კლავს თუნდავ ერთ სიცოცხლეს, არ არის ღირსი ერქვას ადამიანი. ღმერთი პატარა ბალახშიც არის! ღმერთი ყველგანაა! თქვენ, ადამიანებო, როგორ შეგიძლიათ გასრისოთ მწერები, თავი მოჭრათ ცხოველებს, დატკბეთ სისასტიკით და უარყოთ სიყვარული, შემდეგ კი თქვათ, რომ ღმერთი სიყვარულია და თქვენ მისი გწამთ? როგორ შეგიძლიათ თქვენს თავს უწოდოთ კეთილი, მორწმუნე და ცივილიზებული ადამიანი? როგორ შეგიძლიათ ჩანგლებით მიირთვათ მკვლელობის, ძალადობის და სისასტიკის პროდუქტი? ჯაინას ინდუსმა შეაწყვეტინა: – რამამ გვასწავლა, რომ სული (ცნობიერება) იბადება მილიონჯერ მინერალების, მცენარეების, ცხოველების ფორმით. და მხოლოდ ადამიანში შეუძლია სულს ღმერთის შეცნობა. ის, რომელსაც ჯერა, მაგრამ არ შეუცვნია, მიჰყვება მწერების და ცხოველების ცხოვრებას: ჭამს, სვამს, სძინავს, მრავლდება და ისევ ველურ ცხოველად გარდაიქმნება. ჩვენ გვწამს ავატარ კრიშნასი და რამასი. ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ ჩვენ მათ თაყვანს ვცემთ ტაძრებში. ჩვენ არ გვჯერა, რომ ცოცხალი წმინდანები მათი თანასწორნი არიან. ინდუსი სიკხმა შეაჩერა: – ღმერთი _ ეს არის ყველა ცოცხალი არსების უმაღლესი „მე“. ღმერთი ყველგანაა ჩაძინებულ და გაღვიძებულ მდგომარეობაში. მანამ, სანამ თქვენ არ გყავთ ცოცხალი წმინდა მასწავლებელი, თქვენ ყველა სიბრმავეში ცხოვრობთ. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ან იფიქროთ ღმერთზე, მაგრამ არაფერი არ იცოდეთ მის შესახებ. არც ერთი- გააზრებულად არ შეიცნობთ ღმერთს, მაგრამ მხოლოდ ცოცხალი წმინდანების წყალობით, რომლებმაც შეიცნეს ღმერთი (უმაღლესი მე). ჩვენ ყველა რაღაცაში მართლები ვართ. მაგრამ თქვენი ცოდნა - მთელი ცოდნის ნამსხვრევებია მხოლოდ. მრავალი მორწმუნე ამაყობს უძველესი ისტორიის ცოდნით, რაშიც არ ვართ დარწმუნებული და რაც არ ვიცით დანამდვილებით. სჯობს იყო ათეისტი, ვიდრე მცირედ მორწმუნე და გსურდეს იბძოლო საკუთარი ცრუ- სიმართლისთვის. და აქ სიკხმა გააჩერა ათეისტი: – მხოლოდ შენ გეთანხმები. როგორ უნდა გწამდეს თუ არ გჯერა? რწმენა ხელმისაწვდომია ბავშვისთვისაც კი. მაგრამ მხოლოდ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია წავიდეს და გადაამოწმოს. ჩვენ არ გვწამს ვარდების. ჩვენ ვიცით რომ ისინი არსებობენ. როგორ უნდა გწამდეთ ღმერთის, თუ არ იცნობთ მას? რწმენა - ეს დროებითი შვებაა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ავადმყოფს და სუსტ ადამიანს გახდეს ჯანმრთელი. რწმენა -ეს არის ის, რაც შეიძლება მიიღო იმისთვის, ეძიო ცოდნა. მაგრამ საკუთარი ძველი იდეების და აზრების რწმენა - ეს ყველა რელიგიის წარმოშოვის მიზეზების შეცნობის სწრაფვაში წარმოქმნილი ხვრელია. ჭეშმარიტი ცოდნა - ეს არ არის ფანატიკური რწმენა უძველესი ტექსტებისა, არამედ ცოდნა ყველა იმ მიზეზისა, რაც არსებობს. დაე მე ვიყო სწავლული-ათეისტი, მაგრამ არა ეგოისტი, რომელიც რწმენის გამო სიცოცხლეს ართმევს მეორე ადამიანს ან ცხოველს... (უცნობი წარმოშობის იგავი) იხილეთ ასევე: 1. მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უძველესი საიდუმლო საზოგადოებები 2. რომელი ქალია უფრო ტკბილი... 3. მოძღვარმა უჩვეულო საგანი აღმოაჩინა ეკლესიის ორღანისტთან. ქალის პასუხმა ის ადგილზევე „მოცელა“! 4. 7 რამ, რაც არ შეიძლება გულსაკიდ ჯვართან დაკავშირებით 5. საერთაშორისო სკანდალი: „ნორვეგიელები თავისთვის სხვა ნორვეგიას მოძებნიან!“ 6. რელიგიის შესახებ დაწერილი საუკეთესო აფორიზმები და ციტატები 7. ვატიკანი პანიკაშია! თურქეთში უძველესი ბიბლია აღმოაჩინეს. 8. ფიზიკოსმა სიკვდილის შემდეგ ცხოვრების არსებობა დაამტკიცა. 9. 12 სიღრმისეული აზრის მქონე გამონათქვამი რწმენაზე, რაზეც ღირს დაფიქრება 708 12-ს მოსწონს
|