x
image
მანჩო 777
ხუთი უცნაური ბიზნეს-იდეა, რომლებიც, გაგიკვირდებათ და საკმაოდ წარმატებული გამოდგა
მასაჟი პითონებთან, გასაბერი ირლანდიური პაბი, მანქანის საქარე მინის ბლოკირების ჭკვიანური სისტემა არასწორი პარკირებისათვის, მამაკაცების მოსაცდელი ოთახი სავაჭრო ცენტრებში (ჭკუიდან რომ არ შეიშალონ, სანამ საყვარელი გოგონა ან ცოლი მოსაწონი კაბის ძიებაში ერთი მაღაზიიდან მეორეში გადადის) - ეს ბიზნეს იდეები ერთი შეხედვით უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ, ჩვენდა გასაკვირად, ისინი საოცრად წარმატებული გამოდგნენ. დღეს სწორედ ასეთ უცნაურ, კრეატიულ ნოვაციებზე გვექნება საუბარი.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ხუთი უჩვეულო ბიზნეს-იდეა, რომლებიც საოცრად წარმატებული გამოდგა.


1. მანქანის საქარე მინის დაბლოკვა



image

ნიუ-იორკში შექმნილი სისტემა The Barnacle მოწოდებულია იმ ჯიუტი მძღოლების დასასჯელად, რომლებიც არღვევენ პარკირების წესებს და გაურბიან ჯარიმების გადახდას. ''ჭკვიანი სისტემა'' მაგრდება ავტომობილის საქარე მინაზე. მისი მოხსნა დამოუკიდებლად შეუძლებელია. სიტყვა The Barnacle ქართულად ითარგმნება, როგორც "ბრჭყალები". მისი მოქმედების პრინციპი მარტივია: სისტემა მთლიანად ფარავს მძღოლის ხედვის არეს, ხოლო მისი მოხსნის მცდელობისას ისმის განგაშის სიგნალი. ეს ძალიან უმსუბუქებს მუშაობას ადგილობრივ პოლიციელებს. ბლოკირების მოცილება მხოლოდ ერთი მეთოდით შეიძლება: უნდა გადაიხადო ჯარიმა ტელეფონით, რის შემდეგაც მასზე მოვა აქტივაციის კოდი და სწორედ ეს კოდი უნდა ჩაწეროთ სისტემაში ჩამონტაჟებულ კლავიატურაში. კიდევ ერთი: 24 საათის განმავლობაში The Barnacle უნდა დაუბრუნოთ მის მფლობელს, თორემ კიდევ ერთი ჯარიმა არ აგცდებათ.


image



2. მამაკაცების მოსაცდელი ოთახი სავაჭრო ცენტრებში


image

თქვენი ქმრისთვის ძალიან მომაბეზრებელია მაღაზიებში სიარული, მაგრამ უარს ვერ გეუბნებათ საყიდლებზე წაყოლაზე? შანხაიში ეს პრობლემა დელიკატურად გადაწყვიტეს: Husband nursery - ეწოდება სავაჭრო ცენტრებში არსებულ მოსაცდელ ოთახს, სადაც მამაკაცებს შეუძლიათ დაისვენონ მათი ქალბატონების ერთი მაღაზიიდან მეორეში ხეტიალის და ტანსაცმლის გაუთავებელი მოზომვებისაგან. იდეა ეკუთვნის კომპანია Vanke Group-ს, რომელმაც სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე მოაწყო მშვიდი და უსაფრთხო სივრცე მხოლოდ მამაკაცებისათვის, "დიდების ბაგა-ბაღი" აღჭურვილია მასაჟორებიანი სავარძლებით, ტელევიზორით, ჟურნალ-გაზეთებით სავსე მაგიდებით. როგორც ჩანს, ასეთი ოთახის არსებობა საკმაოდ აქტუალურია: 1913 წელს ჩინეთში მოხდა შემთხვევა, როცა შოპინგისაგან დაღლილი მამაკაცი სავაჭრო ცენტრის აივნიდან გადმოხტა და დაიღუპა.


image



3. გასაბერი პაბი


image

რომელ თქვენგანს არ უოცნებია ზაფხულის ცხელ დღეს ერთი კათხა ლუდის დალევაზე მეგობრების წრეში, მაგრამ სახლთან ახლოს ლუდი ბარი არაა, ხოლო პაპანაქებაში შორს წასვლა გეზარებათ. ბოსტონში ეს პრობლემა მშვენივრად გადაჭრეს: თუ შენ ვერ მიდიხარ პაბთან, მაშინ ის მოდის შენთან. მოძრავი ღონისძიებების სერვისი არამარტო ცოცხალ ირლანდიურ მუსიკას, ცივ ლუდს, გემრიელ საუზმეს და ეროვნულ ატრიბუტებს გთავაზობთ, არამედ ნატურალური სიდიდის მოძრავ ბარსაც კი. კომპანია Paggy Wagon დღესასწაულს გაგიმირთავთ თქვენს საკუთარ ეზოში, თუკი ამას მოისურვებთ. ამ ფირმის პაბები სხვადასხვა ზომისაა, მათგან ყველაზე დიდს შეუძლია 80 კაცის გამასპინძლება. გასაბერ პაბებში ირლანდიური პაბის ყველა პრინციპი და კანონი დაცულია.


image



4. მასაჟი პითონებთან


image

ფილიპინებში მდებარე სებუს ზოოპარკი დამთვალიერებლებს მეტად უცნაურ და ეგზოტიკურ მასაჟს სთავაზობს: მეთვალყურეები მშვიდად ადევნებენ თვალს, თუ როგორ ეხვევიან 250 კილოგრამი წონის ზოლიანი პითონები თავიანთ "მსხვერპლს". ადგილობრივები თვლიან, რომ ასეთი მასაჟი დამამშვიდებელ და თერაპიულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, თუმცა ძნელია შიშის გარეშე უყურო ამ პროცესს. შოკისმომგვრელი მასაჟის ხანგრძლივობა 10-15 წუთია.

ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, შანსი იმისა, რომ კლიენტი გველებმა გაგუდონ, ნულის ტოლია, რადგან პითონებს მასაჟის წინ კარგად კვებავენ: თითოეული მათგანი ათ-თორმეტ ქათამს სანსლავს.




5. ''მარტოხელა" წინდები


image

ალბათ ბევრ თქვენგანს (განსაკუთრებით მამაკაცებს) ჰქონია შემთხვევა: დილაა, სამსახურში გაგვიანდებათ, ცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად ჩაიცვათ და გაიქცეთ, მაგრამ თითქოს ჯიბრზე ორ ერთნაირ წინდას ვერ პოულობთ. ნაცნობი სიტუაციაა, არა? კომპანიამ URU Design ეს მამაკაცური (და არამარტო ) მძიმე პრობლემა იოლად გადაწყვიტა: დანიური კომპანია უთვალავი რაოდენობით უშვებს წინდებს ერთნაირი ნახატით, რომლებსაც მეწყვილე ნამდვილად არ ჭირდება. ეს იდეა კომპანიის ერთ-ერთ მეპატრონეს მოუვიდა თავში. მის ოჯახში სამი ბავშვი იზრდება, რომლებიც გამუდმებით კარგავდნენ და ხევდნენ ერთ წინდას. სწორეც პატარებმა უბიძგეს მამას სასარგებლო იდეისაკენ. კომპანია უშვებს 5-6 წყვილ აბსოლუტურად ერთნაირად მოხატულ წინდას ერთი შეფუთვით. ასე რომ, თუ ცალი წინდა დაგეკარგებათ, მშვიდად შეგიძლიათ მისი მეწყვილე ახალი შეფუთვიდან აიღოთ და სამსახურშიც დაუგვიანებლად მიხვიდეთ.


image

0
1866
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1866
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0