x
image
მანჩო 777
პროდუქტების ჭკვიანურად შეფუთვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები
საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ნაგვის მესამედი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვყრით, სწორედ კვების პროდუქტების შეფუთვაზე მოდის. უმეტეს შემთხვევაში ესაა მყვირალა ფერებით აჭრელებული პაკეტები, რომლებსაც სასწრაფოდ ვიშორებთ თავიდან.

მაგრამ შეფუთვა შეიძლება სხვაგვარიც იყოს-სასარგებლო და მოხერხებული, რათა ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივდეთ. სწორედ შეფუთვის ასეთ მაგალითებს გიჩვენებთ ამ პოსტში.


სენდვიჩების დასაკეცი შეფუთვა

image


ეს შეფუთვა ძალიან მოსახერხებელია იმ ადამიანისათვის, ვისაც სიარულის დროს უწევს ჭამა. შესაფუთი ქაღალდი პატარავდება შიგთავსის დაპატარავებასთან ერათად



ქილა-ჯამი ჩიპსებისათვის

imageimage

დიზაინერმა Dohyuk Kwon-მა მოიფიქრა, როგორ ამოვიღოთ იოლად ჩიპსები ცილინდრული ქილიდან:როცა ჩიპსები იმდენაც ცოტა რჩება, რომ ხელით მიწვდომა ძნელდება, მაშინ შესაძლებელია ქილის ჯამად გადაქცევა და ამ ჯამიდან ჩიპსების ჭამაც უფრო გაგვიადვილდება



იარლიყები, რომლებიც გვიჩვენებენ, რამდენად ახალია ხორცი

image

იაპონურმა დიზაინერულმა სააგენტომ To-Genkyo გამოიგონა ინოვაციური იარლიყები, რომლებიც ფერს იცვლიან ხორცისაგან გამოყოფილი ამიაკის ზემოქმედებით. მათი ფერის ცვალებადობის მიხედვით იოლია განვსაზღვროთ, რამდენად ახალია ხორცი


ყველის ფანქრები

imageimage

კომპანიამ The Deli Garage გამოუშვა 3 სახეობის ყველი ორიგინალურ ფანქრისებრ შეფუთვაში. შეფუთვას მოჰყვება სათლელი, რომლითაც შესაძლებელია ყველის დახეხვა. საზომი შკალა გვიჩვენებს, თუ რამდენი გრამი ყველი უნდა დავამატოთ ამათუიმ კერძს და რამდენი კალორიაა მასში



კარაქი


imageimage

ერთ ულუფად შეფუთული კარაქი, რომელსაც დანაც მოჰყვება, ძალიან მოსახერხებელია მგზავრობის დროს



ზიგზაგისებური წებოლენტა(სკოჩი)

image

ამ წებოლენტის გამოყენებისას აღარ მოგვიწევს დავიტანჯოთ მისი ბოლოს ძებნით, თუმცა ჯერჯერობით ეს იდეა მასიურ წარმოებაში არაა ჩაშვებული



ქილა ორმაგი თავსახურით

image

ამ ეკონომიური შეფუთვის წყალობით არცერთი გრამი მურაბა თუ ჯემი ქილის ფსკერზე არ დარჩება


ყველის პროპელერი

imageimage

ყველის დაჭრა თხელ ფირფიტებად-ეს ნამდვილი ხელოვნებაა. ყველის «Captain John»-ის შეფუთვაში დამაგრებულია პატარა დანა, რომელიც პროპელერის მოტრიალებით მოდის მოძრაობაში და ყველს თხელ ნაჭრებად ჭრის



ორმაგი პაკეტი

image

ნეტავ ჩვენათანაც ყველანაირი მზესუმზირა და თხილეული ასეთ შეფუთვაში იყიდებოდეს. იქნებ მაშინ მაინც აღარ დაყრიდნენ ძირს ჩენჩოებს და კანებს


ჭიქის დამჭერი

image

ჭიქის დამჭეერი «Take out» გამოიგონა კანადელმა დიზაინერმა. ის დამზადებულია მუყაოსაგან და მისი საშუალებით შეიძლება ცხელი ჭიქა იოლად გადავიტანოთ ერთი ხელიდან მეორეში. გარდა ამისა, დამჭერში არის სპეციალური სათავსო მასში ნაღების ან რძის მოსათავსებლად



მოწევის საწინააღმდეგო კოლოფი

image

დიზაიენრმა R.J. Reynolds წინადადება წამოაყენა სიგარეტი გამოუშვან კუბოსმაგვარ შეფუთვაში. ის ფიქრობს, რომ ასეთი შეფუთვა ალტერნატივა იქნება წარწერისა: "სიგარეტი კლავს"


ყინულის ბოთლი

image

image

გამაგრილებელი სასამელები ყინულით ძალიან აქტუალურია ზაფხულში, მაგრამ ყინულის პოვნას ყველგან და ყოველთვის ვერ შევძლებთ. Coca-Cola-მ გადაწყვიტა ეს პრობლემა კარდინალური გზით გადაეჭრა: ჩამოასხა თავის პროდუქცია ყინულის ბოთლებში. ჰიგიენური თვალსაზრისით და აგრეთვე ხელების მოყინვისაგან დაცვის მიზნით ბოთლს გარედან შემოხვეული ექნება წითელი სარტყელი ლოგოტიპით:" Coca-Cola"



ნატურალური წვენები

image

იაპონელმა დიზაინერმა შექმნა ნატურალური წვენების შეფუთვა, რომელიც ამა თუ იმ ხილის კანს ჰგავს. ყველაფერი გასაგებია ყოველგვარი წარწერების გარეშეც კი.



6
539
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
539
  
2014, 28 მარტი, 12:41
უფ, არ გამახსენო:D
2014, 28 მარტი, 12:32
და თუ უპოვე გასახსნელი პირი,მერე მთლიანად არ ძვრება ზოგჯერ და სიგრძეზე,შუაში იხევა, წყდება და ისევ ეწებება და ისევ გიწევს პირის მოძებნა:))))))))))
2014, 28 მარტი, 12:13
რაც მე მაგის გახსნაზე ვწვალობ, სულ ფრჩხილები მტყდება:(
2014, 28 მარტი, 12:11
ყველაზე პრაქტიკული სკოჩია:))
2014, 27 მარტი, 23:41
ეჰ, ჩვენ როდის ვეღირსებით ასეთ რამეებს?
2014, 27 მარტი, 23:39
ორმაგი პაკეტი და ხორცის ვადიანობის განმსაზღვრელი იარლიყი განსაკუთრებით მომეწონა :)
0 1 6