სხვა მარკ ცუკერბერგი ჰავაელებს უჩივის 2017, 20 იანვარი, 15:08 მარკ ცუკერბერგმა 2014 წელს ჰავაიში 283 ჰექტარ მიწაში 100 მილიონი დოლარი გადაიხადა. ახლა მარკი უჩივის ასობით ჰავაელს, რომლებსაც ეს მიწა მემკვიდრეობით ერგოთ. 30 დეკემბერს დაიწყო სარჩელის წარმოება რამდენიმე ოჯახის წინააღმდეგ. 1850 წლიდან ჰავაიში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც თავდაპირველი მფლობელის პირდაპირ შთამომავლებს აქვთ უფლება მიწაზე გამოთქვან პრეტენზია. ამ მიწის 14 ნაწილია რომელზეც სასამართლომ ოჯახებისთვის ნებართვა გასცა, თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანი, პენსიონერი კარლოს ანდრადე იყენებს ამ მიწის ერთ ნაწილს. სარჩელის მიზანია გამოავლინოს მიწის ნამდვილი მეპატრონეები და მათ საშუალება მისცეს გაყიდონ მიწები აუქციონზე, ამბობს ცუკერბერგის ადვოკატი კეონი შულცი. რადგან შთამომავლებზე განაწილდა ნამდვილმა მესაკუთრეებმა არც იციან რომ მიწები აქვთ, სანამ მათ სასამართლო არ შეატყობინებთ. ეს არ არის მარკის პირველი უთანხმოება. ჰავაელები გამოთქვამდნენ პრეტენზიას მის მიერ აშენებულ ღობეზე, რომელიც ოჯახებს ოკეანის ხედს უფარავდა. 86 შეფასება არ არის
|