მუსიკა ფარაჯანოვის გავლენა ლედი გაგას ახალ კლიპში 2020, 19 სექტემბერი, 13:25 18 სექტემბერს იუთუბზე ლედი გაგას ახალი კლიპი "911" გამოქვეყნდა. ვიდეოს უკვე 6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
კლიპი შეიქმნა სერგო ფარაჯანოვის ფილმის "ბროწეულის ფერის" გავლენით. ეს ფილმი 1983 წელს გამოვიდა და XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად არის აღიარებული. გავლენის ნიშნად კლიპის 4:08 წუთზე ნაჩვენებია "ბროწეულის ფერის" პოსტერი, რომელზეც სოფიკო ჭიაურელია გამოსახული. 87 1-ს მოსწონს
|