კალათბურთი "გადაფარა ყველანაირი ნეგატივი..." 2017, 20 იანვარი, 14:11 საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 2017 წლის "ALL STAR” გამოკითხვაში 1 528 941 ხმა (!) მიიღო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა, თუმცა, გამოკითხვის ახალი ფორმატის თანახმად, მაინც სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.თუმცა ზაზას მიმართ საქართველოს მხარდაჭერამ კალათბურთის გულშემატკივართა და მოთამაშეთა დიდი ყურადღება მიიქცია.სწორედ ამ ყველაფერს ეხმაურება ზაზა ფაჩულიას მეუგლე თიკა ალავიძე-ფაჩულია სოციალურ ქსელში : "დიდი მადლობა ყველას ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა! 91 5-ს მოსწონს
|