სხვა პრემიები, შემოჭერილი ქამრები და Aerosmith - სად მიდის ბიუჯეტი? 2017, 19 იანვარი, 23:08 დღეს ინტერნეტი დაიპყრო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას წლიურმა ხელფასმა 197 308 ლარმა. სოციალურ ქსელები თუ საინფორმაციო საიტები აჭრელებულია ამ ინფორმაციით. ხელისუფლებამ "ქამრების შემოჭერა" გამოაცხადა, თუმცა check in georgia-ს ფარგლებში რამდენიმე მილიონი დაიხარჯა. მთელი წლის განმავლობაში ვიღებდით ინფორმაციას პრემიებსა და დანამატებზე. ცესკომ სააღდგომოდ 342 930 ლარის პრემიები გასცა. 2016 წელს 22 სსიპ-ში 34 608 088 ლარის პრემიები და დანამატები გაიცა.
სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების ხარჯები 1 210 043 ლარს შეადგენდა, ხოლო მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის 2 183 000 ლარი გამოიყო.
აუცილებლად გავიხსენოთ რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნის დროს მკაცრად აკრიტიკებდა ნაციონალურ მოძრაობას უცხოელი არტისტებისთვის მილიონობით ლარის გადახდას. ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია რომ 2017 წელს ჯგუფი Aerosmith უნდა ჩამოიყვანონ, რომლის ღირებულებაც 5.5 მილიონი ლარი იქნება. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2015 წელს რამდენჯერმე გამოთქვეს აზრი რომ პრემიები და დანამატები დამსახურებების შესაბამისად უნდა გაცემულიყო, ალბათ კიდევ უფრო მეტ ანაზღაურებას იმსახურებენ და საზოგადოებაა დაუნახავი. და რა გასაკვირია რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პრობლემას არც ლარის გაუფასურება და არც ფასების ზრდა არ იწვევს, პენსია კი ისევ 180 ლარია, საწვავის ფასი გაზრდილი(რომელიც 2012 წლიდან ძალიან იაფი უნდა ყოფილიყო), ლარი გაუფასურებული, სამაგიეროდ 2017 წელს ჩვენთვის Aerosmith იმღერებს ისევ ჩვენი ფულით. 115 შეფასება არ არის |
სხვა შემთხვევაში ვერ ვხვდები რატო უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ რომელიღაცა მომღერლის ჩამოყვანა როცა ქვეყანაში არსებობს ფირმები რომლებიც მასეთ თემებზე მუშაობენ და მაგათთვის ეგ ბიზნესია და უკეთ იციან რომელი მომღერლის ან ჯგუფის ჩამოყვანაა უკეთესი და თვითონ უნდა გაწიონ ხარჯი უღირთ ჩამოიყვანეს არ უღირს და არა .
პრობლემა ისაა ვიღაც 200 ათას რო იღებს ხელფასი პრემიის სახხით და იძახის ზეგანკვეთურად ვიმუშავეო რა არი გასაკვირიო ( და პენსიონერმა 150 ლარი უნდა იკმაროს ეს კი მართლაა გასაკვირი როგოორ?) გაიარონ სხვა სიპებში რიგით თანამშრომლებს თუ აქვთ ზეგანაკვეთური 1 ლარი მაინც აღებული და მერე ილაპარაკონ ესე უსინდისოდ რო იტყუებიან