x
image
გიორგი88
ორმა სტუდენტმა ბანანი პიანინოდ გადააკეთა
მასაჩუსესტის ინსტიტუტის ორმა 32 წლის სტუდენტმა, ჯეი სილვერმა და ერიკ როსენმაუმმა მუსიკალური საოცრება გამოიგონეს. მათ შექმნეს სისტემა, რომლის საშუალებითაც ბანანი პიანინოდ აქციეს.

მათ ბანანი შეუერთეს კომპიუტერის კლავიატურას და ხილი მუსიკალურ ინსტრუმენტად გადააკეთეს, რომელზეც ისევე შეიძლება დაკვრა როგორც პიანინოზე.

image

მათი აღმოჩენის ობიექტი მხოლოდ ბანანი არ არის, ისინი ამბობენ, რომ ამისთვის შესაძლებელია ნებისმიერი ხილის, ან თუნდაც ცხოველის გამოყენება.ექსპერიმენტისთვის მათ გამოიყენეს ასევე წყალი, კიბე და ბევრი სხვა რამ.


ორი მეცნიერი ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ შეხედონ მსოფლიოს, როგორც სამშენებლო მასალის ნაკრებს და შემოქმედებითად აქციონ ყველაფერი. მათი თქმით, ამ სახის აღმოჩენები ხალხს უფრო შეაყვარებს მეცნიერებასა და ფიზიკას და უფრო მეტ ინტერესს გაუღვივებს მათ. ისინი სხვაგვარად აღიქვამენ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება.

ახაგაზრდა გამომგონებლები ამბობენ, რომ შემდეგში მათი ექსპერიმენტის ობიექტი კატა გახდება.

"კატებს აქვთ ძალიან მგრძნობიარე ფეხის ბალიშები, ყურები, ცხვირი და პირი, რაც ძალიან დაგვეხმარება ჩანაფიქრის განხორციელებაში" _ განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა, ერიკ როსენმაუმმა.

ასე რომ, დაველოდოთ როდის დაიწყებს ყველა ნივთი, საჭმელი იქნება ეს თუ ხილი ღიღინს. ყოველშეთხვევაში ადამიანის შესაძლებლობები თითქმის ამოუწურავია და ეს ორმა მეცნიერმა ნამდვილად დაამტკიცა.

2
1033
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
1033
  
2012, 9 ივნისი, 19:51
მაგარია :)
0 1 2