პროფილაქტიკა რამდენად ხშირად უნდა დავიბანოთ ტანი კვირის განმავლობაში 2017, 18 იანვარი, 18:20 ![]() ალბად ძალიან ბევრს აინტერესებს თუ რამდენად ხშირად უნდა იბანდეს ადამიანი ტანს კვირის განმავლობაში. თავის დაბანისგან განსხვავებით, რომლის სიხშირე დაკავშირებუ- ლია თმის თავისებურებასა და შამპუნის ტიპზე, მეცნიერებმა დიდი ხნის კვლევის შედე- გად, კვირის განმავლობაში ტანის დაბანის რეკომენდირებული რაოდენობა დაადგინეს. გაგიკვირდებათ თუმცა ფაქტია, რომ ხშირი დაბანა არათუ სასარგებლო, არამედ კანისთ- ვის საზიანოა, რადგან ცხელი წყლით დაბანა კანს ბუნებრივ ზეთს აშრობს, რომელიც გვიცავს და ჩვენს კანს ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის. ამას გარდა კანიდან გამოდიან "სასარგებლო" ბაქტერიები, რომელთა ადგილს ჭუჭყი დაიკავებს და შესაბამისად ინფექ- ციის შეჭრის რისკი გაიზრდება. სწორედ ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ კვირაში 2-3ჯერ დაბანას.თუ თქვენ ცხოვრების აქტიურ სტილს მისდევთ და ვარჯიშის შედეგად ოფლიანდებით, შეგიძლიათ მარტივად სველი ხელსახოცით ან წყლით გაისუფთაოთ გა- ოფლიანებული სხეულის ნაწილები. ასევე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჩვილების ყოვე- ლდღიურად დაბანა არაა კარგი, რადგან პატარა ასაკში ბაქტერიების მოქმედება კანზე მას მომავალში უფრო მტკიცეს და ნაკლებად მგრძნობიარეს გახდის. 3231 9-ს მოსწონს
|