არაერთხელ მითქვამს რომ ხელოვნებას არ გააჩნია საზღვრები, არც დასაწყის და არც დასასრული, სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობ თითოეული ჩემი პოსტით. ამ კონკრეტულ პოსტში კი მინდა წარმოგიდგინოთ, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ხელოვანი, ფოტოგრაფი, რომელიც ქმნის რაღაც ახალს... ეს არის პოსტ-ქონთემფორარი!
ქონთემფორარი არის პოსტ მოდერნის თითქოსდა გაგრძელებული ხაზი, პოსტ ქონთემფორარი კი ალბათ, შეგვიძლია მივიჩნიოთ თანამედროვე ხელოვნებად და პოსტ პოსტ მოდერნისა და ქონთემფორარის შთამომავლადაც კი. თუმცა ბევრი ქონთემფორარსა და მოდერნს ერთმანეთს უკავშირებს და სინონიმებადაც კი მიიჩნევს, რაც საკმაოდ პრიმიტივიზმად მეჩვენება.
ხელოვანი თავისი ნაშრომით უნდა ამოიცნო და არა ნაშრომზე მიწერილი ხელწერით... ეს ყველა დიდი ხელოვნის გენიალური ნიჭი იყო. პიკასო ხომ პიკასოა და დასრულდა! მას ვინც უნდა მიბაძოს პიკასო პიკასოდ დარჩება და მიმბაძველი მიმბაძველად. მე პირადად, ძალიან მომეწონა კლაუს ენრიკეს ნამუშევრები, და სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე მეჩვენებინა ისინი თქვენთვისაც...