x
image
მადამ ფისუნია
60000 ფუტკრის დახმარებით თაფლიანი ნეფერტიტის ქანდაკება შექმნეს
imageფუტკარი საოცარი არსებაა მრავალი მიზეზის გამო: ისინი საკვანძოდ მნიშვნელოვანნი არიან მცენარეთა დამტვერვაში, ამზადებენ თაფლს... ზოგი ამბობს, რომ მათზეა დამოკიდებული მთელი ეკონომიკა.

გაიცანით ტომას ლიბერტინი, სლოვაკი მხატვარი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს როტერდამში, ნიდერლანდებში.

ბოლო 2 წლის განმავლობაში ლიბერტინი მუშაობდა თავის ერთ-ერთ ბოლო პროექტზე - ეგვიპტის დედოფლის ნეფერტიტის ცნობილ ბიუსტზე, რომელსაც მან მარადისობა უწოდა. იმის ნაცვლად, რომ გამოეწენებინა ტრადიციული საშუალებები გამოსაძერწად, მაგალითად თიხა ან ლითონი, მან აირჩია ფიჭა.

მხატვარი ტომაშ ლიბერტინი მუშაობდა ფუტკრებთან ერთად ნეფერტიტის ბიუსტის შესაქმნელად.


რასაც ფოტოზე ხედავთ, არის ბუნებრივი ქმნილება, შექმნილი ფუტკრების მიერ, ტომაშის მცირედი სტრუქტურული ხელმძღვანელობით.

imageმან შექმნა 3D მოდელი, მოგვიანებით შეუშვა 60 000-ზე მეტი ფუტკარი, რომელთაც გარშემო თაფლის ფორმის სკულპტურა შექმნეს.

ნეფერტიტის ბიუსტი შეიქმნა როგორც ცოცხალი ინსტალაცია, სადაც სტუმრებს შეეძლოთ დაენახათ, თუ როგორ აშენებენ ფუტკრები მას იმ მომენტში და იმ დროში. ის დაიწყო 2019 წლის ზაფხულში. მხოლოდ 2020 წლის ბოლოს დასრულდა ბიუსტი და გამოიფინა ამსტერდამის რადმეიკერსის გალერეაში.imageimageimageნეფერტიტის ბიუსტი არ არის მისი პირველი " ფუტკრების მიერ დამზადებული სკულპტურა", რადგან ბევრი სხვა პროექტიც ჰქონდა მანამდე:


imageimageimageimage



0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0