წელს გაიმართა იაკობ
ნიკოლაძისადმი მიძღვნილი 140 წლის იუბილე, ეროვნულ გალერეაში. ასევე დაიბეჭდა მისი
ნამუშევრების მიხედვით შექმნილი ალბომი-კატალოგი, რომელშიც სრულიადაა მოცემული როგორც
ხელოვანის ბიოგრაფია, ასევე მისი ყველა ნამუშევარი, მათ შორის ისინიც, რომლების ქართულ
მუზეუმებს არ ეკუთვნის. ასევე ამ პროექტის ფარგლებში გაიმართება ლექციები ნიკოლაძის
შემოქმედებასთან დაკავშირებით, და ის თებერვლამდე გაგრძელდება. ეროვნულ გალერეაში,
რა საკვირველია მანამდეც არსებობდა ნიკოლაძის ნამუშევრები, მაგალითად ჩემთვის ყველაზე
საყვარელი „ქარი“, თუმცა ამ ნამუშევრებს დაემატა საარქივო დოკუმენტები, წერილები და
რაც მთავარია არჩ თუ კარგად ცნობილი ნამუშევრები იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან,
რომელიც მისი სახელოსნო იყო და რომელიც როდენის სახელობის ქუჩაზე მდებარეობს. ძალიან
კარგად იყო გადაწყვეტილი ნამუშევრების განლაგება, რაც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევდა
ნამშევრებისთვის გარს შემოევლო და მისი ყველა დეტალი ყურადღებით აღექვა. განსაკუთრებით
მომეწონა, კედელზე განთავსებული ბანერი, რომელზეც რამდენიმე ენაზე იყო წარწერა გაკეთებული
მცირე და მეტად მნიშვნელოვანი ცნობებით იაკობ ნიკოლაძის შესახებ, ეს ბანერი განკუთვნილი
იყო როგორც ჩვენ ქვეყნის მოქალაქეთათვის, ასევე ტურისტებისთვისაც, რომლებსაც შეეძლოთ
გარკვეული წარმოდგენა შექმნოდათ ამ მოქანდაკის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი
რუსთაველის პორტრეტები, რომელიც შემდგომ იქცა ასე ვთქვათ, იქცა დოგმად, რომ რუსთაველი
სწორედ ასე გამოიყურებოდა, სწორედ ასეთი ქუდი ეხურა და ბუმბული ეკავა. რომ არა ნიკოლაძის
მიერ შექმნილი ამ დიადი პოეტის სახე, ალბათ, ახლა სულ სხვანაირი რუსთაველი გვეყოლებოდა,
ან უარეს შემთხვევაში საერთოდ არ გვექნებოდა მისი პორტრეტი. აღმაფრთოვანებელია მისი
„სალომეა“ და მსგავსი თემატიკის რამდენიმე ნამუშევარიც, რომელიც გრძობებს აღძრავს დამთვალიერებელში
და იწვევს სულის ეიფორიას. საოცარია, რომ მსგავსი ეროტიკული ნამუშევრები სწორედ იმ
პერიოდშია შექმნილი, თუმცა ნიკოლაძის სკულპტურისთვის დამახასიათებელი ეროტიკა სულაც
არაა გამაღიზიანებელი ან გარყვნილი, ის მშვენიერია...