x
image
Lerato
კოსმეტიკური საშუალება, რომლის არასწორ გამოყენებას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია! ბევრი უშვებს ამ შეცდომას
image


გლიცერინი და ვიტამინი Е სახისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ ყოველდღიურად იმ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით, რაზეც სტატიაში მოგითხრობთ. ტოკოფეროლი (ვიტამინი Е) წარმოადგენს პირველ ანტიოქსიდანტს ვიტამინებს შორის, რომელიც კანს აჯანსაღებს და ხელს უშლის ასაკობრივი ცვლილებების განვითარებას. ეს ნივთიერება შემდეგნაირად მოქმედებს: აფერხებს ჟანგვის პროცესებს უჯრედებში, აუმჯობესებს კვებას, იცავს ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენისგან. ვიტამინი Е გამოიყენებენ, როგორც ძირითად კომპონენტს ბევრ კოსმეტიკურ საშუალებაში.

ის ფლობს შემდეგ თვისებებს:

– აჩქარებს რეგენერაციას;
– აფერხებს სიბერის პროცესს;
– ესტეროგენის გამომუშავების სტიმულირებას ახდენს;
– არეგულირებს ჰიდრო-ლიპიდურ ბალანსს;
– ხსნის შეშუპებას;
– მკურნალობს აკნეს;
– აქრობს ჭორფლებს, ლაქებს, წვრილ ნაწიბურებს;
– ხელს უწყობს ვიტამინ А შეთვისებას.

ვიტამინი Е იყიდება ნებისმიერ აფთიაქში კაფსულების სახით. დღიური დოზა სახისთვის შეადგენს 15 მგ. გლიცერინსა და ვიტამინი Е, რომელიც უნდა შეურიოთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციით და კანში შეიზილოთ ძილის წინ. მისი შეწოვა სწრაფად ხდება. რაც შეეხება შედეგს, ის ნამდვილად არ დააყოვნებს – წვრილი ნაოჭები გაქრება, კანი კი თანაბარი და ხავერდოვანი გახდება.

გლიცერინი სახის კანისთვის: სარგებელი და უკუჩვენება


image


თხევად გლიცერინს გააჩნია ერთი ძვირფასი თვისება – ის ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას. აღნიშნული საშუალება იყიდება ნებისმიერ აფთიაქში. მას უმატებენ კრემებში, ნიღბებში და ბევრ სხვა კოსმეტიკურ პროდუქტში. ის კანზე დამატენიანებელ აპკს ქმნის, რის გამოც თავდაპირველად კანი შესაძლოა წებოვანი იყოს. ამის გამო ნუ იღელვებთ, რადგან ის მალევე გაქრება.

გაფრთხილება: გლიცერინი ჰაერიდან იღებს ტენს და ინარჩუნებს მას. მის ერთ მოლეკულას შეუძლია თავის ირგვლივ წყლის 10 მოლეკულა მოაგროვოს. თუმცა, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ეს მაშინ არის შესაძლებელი, როცა ჰაერის ტენიანობა 65% და მეტია, სხვა შემთხვევაში გლიცერინი ტენს კანის ღრმა ფენებიდან იღებს... ასე რომ, ამ თითქოს თვალსაჩინო "დატენიანებას" შეუძლია კანი გამოაშროს.
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
იმისთვის რომ გლიცერინმა კანზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს, პირველ რიგში საჭიროა რომ ის იყოს ნატურალური, მეორე რიგში – სწორი პროპორციით უნდა შეერიოს სხვა ნატურალურ კომპონენტებს, და ბოლოს, იმ ადგილას სადაც დიდ დროს ატარებთ, ჰაერის ტენიანობა ნორმის ფარგლებში უნდა იყოს – ბინა კარგად გაანიავეთ. ზოგადად, არა მხოლოდ კანისთვის, ჯანმრთელობისთვის ყველაზე კომფორტული ტემპერატურა +18-20 გრადუსია. ამასთან, დღეში საკმარისი რაოდენობის წყალი მიიღეთ (2 ლიტრამდე) – გაითვალისწინეთ, რომ სხვა ნებისმიერი სითხით წყალს ვერ ჩაანაცვლებთ.


აღსანიშნავია, რომ ნიღაბი გლიცერინით ყველა ტიპის კანს უხდება. როგორც უნივერსალური საშუალება მოამზადეთ და გამოიყენეთ შემდეგი შემადგენლობის ნიღაბი: გლიცერინი და თაფლი თანაბარი პროპორციით. გამოდის საკმაოდ თხევადი, ამიტომ დაუმატეთ შვრიის ფქვილი. თუ მშრალი კანი გაქვთ, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. ამას გარდა, ცხიმიანი კანისთვის რეკომენდირებულია ნიღაბი გლიცერინის, შვრიის ფქვილისა და კიტრის წვენის გამოყენებით. მგრძნობიარე კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს – მოამზადეთ ნიღაბი გლიცერინის, კვერცხის გულის და ციტრუსის ეთერზეთისგან.

გლიცერინი და ვიტამინი Е: სახისა და ხელის კანის დასატენიანებლად


image
აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება კრემებში, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ სახისთვის, არამედ ხელებისთვისაც, რომელიც გამუდმებით მავნე ზეგავლენის ქვეშ ექცევა. იმისთვის რომ კანის გაღიზიანება მოიხსნათ, შეგიძლიათ ნიღბები მოამზადოთ და კრემებთან ერთად გამოიყენოთ, მაგრამ თუ ამისთვის საკმარისი დრო და სურვილი არ გაქვთ, საკმარისია დაუმატოთ რამდენიმე წვეთი გლიცერინი და ვიტამინი Е თქვენს ჩვეულ კრემში.

თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გლიცერინის მოხმარება მხოლოდ საკმარისი ტენიანობის პირობებშია დასაშვები, სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ კანს აშრობს და უკუეფექტს იღებთ. ამიტომ ყურადღებით წაიკითხეთ იმ პროდუქტის შემადგენლობა რის შეძენასაც აპირებთ.


ასევე დაგაინტერესებთ:



საკვები სოდა უნაკლო სახის კანის მისაღებად. შედეგი გაგაოცებთ!


სარეცხის საპნის გამოყენების 10 უნიკალური ხერხი


გაახალგაზრდავება უჯრედების დონეზე – უნიკალური რეცეპტი


20 მნიშვნელოვანი რჩევა კოსმეტოლოგისგან თქვენი კანისა და თმის სილამაზისთვის


ლიმონი, როგორც ბუნებრივი დეოდორანტი. მისი გამოყენების 7 ხერხი კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზისთვის


40 წლის აზიელი ქალბატონი 20 წლის გოგონასავით გამოიყურება. გაინტერესებთ როგორ?


პიგმენტური ლაქების მოცილება სახლის პირობებში – მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებები


საკვები სოდა კანისა და თმის სილამაზისთვის – საოცარი შედეგი

0
3122
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0