x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
როგორ იკლებდნენ ჩვენი წინაპრები?-5 განსხვავებული მეთოდი
ინტერნეტი აჭრელებულია უამრავი "დიეტით". თანამედროვეობის ეს პრობლემა ბევრისთვის დღესაც გადაუჭრელი ამოცანაა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე სიგამხდრე გარეგნულ ნაკლად ითვლებოდა, მაინც საჭირო იყო ზოგ შემთხვევაში, რომ დაეკლოთ ზედმეტი კილოგრამები.image
ძმრის დიეტა
პირველად ძმრის გამოყენების შესახებ ვგებულობთ ინგლისელი პოეტის, ბაირონის ბიოგრაფიაში.ის ფიქრობდა, რომ ძმარი შლის ცხიმებს და აძლევს კანს მუდურ სიფეკმრთალეს. ის ძმარს უმატებდა საკვებს და სვამდა მჟავას. ის მართლაც, რომ სუსტი იყო, მაგრამ ეს ყველაფერი აისახა მის ჯანმრთელობაზეც. პოეტი 36 წლის გარდაიცვალა.
image

საღეჭი დიეტა
ХХ საუკუნეში, ექიმმა გორას ლეტჩერმა განაცხადა, რომ დაიკლო 18 კილოგრამი, საკვების ღეჭვის მეშვეობით. მისი აზრით, ლუკმა პირის ღრუში 30-ჯერ უნდა დაღეჭო, თუნდაც ეს იყოს ფაფა.
მიუხედავად ამ აბსურდული წარმოდგენისა, საღეჭი დიატა გახდა პოპულარული და მას ძალიან ბევრი მიმართავდა.

image
დიეტა ძილით
ამ დიეტის მიხედვით"თუ გშია-უნდა დაწვე დასაძინებლად". ამ მეთოდს მიმართავდა ელვის პრესლი კონცერტების წინ, რომ მორგებოდა თავისი ლეგენდარული შარვალი.
image
ბანანის დიეტა
ერთ-ერთი მიმზიდველი დიეტა თითქოს არის ბანანის დიეტა, რომელიც გაჩნდა 1934 წელს, აშშ-ში.
ის შეიმუშავა ექიმმა ჯორჯ ხაროპმა. ის ამბობდა, რომ დასაკლებად ბანანი უნდა ჭამოთ. სინამდვილესი მან გააკეთა ერთ-ერთი კომპანიისთვის რეკლამა.
image
ალკოჰოლის დიეტა

ეს დიეტა აღმოჩნდა ყველაზე ძველი, რომელიც ფიქსირდება დოკუმენტებში.

მისი გამომგონებელად ითვლება ინგლისის მეფე უილიამ დამპყრობელი, რომელიც ცხოვრობდა XI საუკუნეში. რაღაც მომენტში, იმის გამო, რომ ზედმეტი კილოგრამები ფიგურას სიმძიმეს მატებდა და ჭირდა ცხენით გადაადგილება, მონარქმა გადაწყვიტა შეეცვალა საკვები ღვინით და ლუდით!
ისტორია დუმს, არის თუ არა ასეთი დიეტა ეფექტური. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მეფე უილიამ მალე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გადმოვარდა ცხენიდან.
image



იმედია, რომ თავს ასე არ გაიწვალებთ სასურველი ფორმისთვის. მოგეწონატ სტატია?
გააზიარეთ :)

2
499
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
499
  
2017, 15 იანვარი, 15:33
მადლობა გვანცა
2017, 15 იანვარი, 15:28
საინტერესო სტატიაა
0 1 2