პროფილაქტიკა ჯანჯაფილის ძალა – 4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს 2017, 18 იანვარი, 10:59 ვირუსი და გაციება ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დაგვატყდეს, ყველაზე შეუფერებელ მომენტში – როდესაც მნიშვნელოვანი მოვლენა, შეხვედრა ან თათბირი გვაქვს. იმისთვის რომ ყელის ტკივილს, გაჭედილ ცხვირს და საერთო სისუსტეს თავი დავაღწიოთ, არ არის აუცილებელი აფთიაქში გაქცევა და გრიპის საწინააღმდეგო ტაბლეტების ან ფხვნილის ყიდვა, რასაც ხშირ შემთხვევაში სხვა უკუჩვენებები ახლავს. ქვემოთ წარმოდგენილი გაციების და ვირუსსაწინააღმდეგო სასმელები ნამდვილად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, რომლის მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ! სტატიაში წარმოგიდგენთ ოთხ რეცეპტს, რომელიც ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში დიდ დახმარებას გაგიწევთ. ამასთან, თქვენი იმუნიტეტი იმდენად გაძლიერდება, რომ სამუდამოდ დაივიწყებთ გაციებასთან და ვირუსებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას. ჩაი "ციტრუსი და ჯანჯაფილი" ინგრედიენტები: – 2 ჩ.კ. მწვანე ჩაი – 5-7 სმ. ჯანჯაფილის ფესვი – 1/4 ჩ.კ. დაფქული პილპილი – 1/2 ჩ.კ. გამხმარი პიტნა – ნახევარი ლიმონი – ნახევარი ფორთოხალი – 1 დარიჩინის ჩხირი – 1 ლ. წყალი – 1 ს.კ. თაფლი მომზადების წესი: გაფრცქვენით ჯანჯაფილი და გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაასხით წყალი, დადგით გაზქურაზე და ადუღეთ 10 წუთის მანძილზე. შემდეგ დაუმატეთ პილპილი, დარიჩინი და პიტნა. კიდევ 2-3 წუთი ადუღეთ. გადმოდგით ქვაბი და დაუმატეთ სასმელს მწვანე ჩაი. 5 წუთის შემდეგ გადაწურეთ და ციტრუსების წვენი და თაფლი დაუმატეთ. ხველის საწინააღმდეგო ჩაი ინგრედიენტები: – 1 ჩ.კ. მწვანე ჩაი – 3 სმ. ჯანჯაფილის ფესვი – 1/2 ჩ.კ დაფქული ილი – 2 მიხაკის კოკორი – 500 მლ. წყალი მომზადების წესი: გაასუფთავეთ ჯანჯაფილი ქერქისგან და გახეხეთ წვრილ სახეხზე. მოათავსეთ პატარა ქვაბში და დაასხით წყალი. ადუღეთ 10 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ ჩაი, ილი და მიხაკი. გააჩერეთ 5 წუთის მანძილზე თავდახურული და შემდეგ მიირთვით. "ღვინის ჩაი" ინგრედიენტები: – 1 ჩ.კ. მწვანე ჩაი – 3 სმ. ჯანჯაფილის ფესვი – 200 მლ. მშრალი წითელი ღვინო – 50 გრ. შავი ქლიავი – 500 გრ. წყალი მომზადების წესი: მომზადეთ მწვანე ჩაი და გადაასხით პატარა ქვაბში, დადგით ნელ ცეცხლზე და დაუმატეთ ჯანჯაფილი, შავი ქლიავი და ღვინო. ადუღეთ 15 წუთის მანძილზე. არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული აღნიშნული სასმელების მიღებისას: უბრალოდ აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი რეცეპტი, მოამზადეთ და მიირთვით დღის მანძილზე. P.S. და ბოლოს, პირადი დაკვირვების საფუძველზე, მსურს გაგიზიაროთ სასმელი, რომელიც იმუნიტეტს სერიოზულად გაგიძლიერებთ სულ რაღაც ერთ თვეში ან თვე ნახევარში. ამასთან, მინდა მათი ყურადღება მივიპყრო, ვინც ჭარბი წონით იტანჯება და სურს ჯანსაღად დაიკლოს კილოგრამები – მოგეხსენებათ ჯანჯაფილი აჩქარებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა). ის ასევე უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა – თუ იტანჯებით სახსრების, კუნთების ტკივილით, მასტოპათიითა და მენსტრუალური დისკომფორტით, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს საშუალება მოგიგვარებთ აღნიშნულ პრობლემებს. ინგრედიენტები: – 1 სმ. ჯანჯაფილის ფესვი – ნახევარი ლიმონი (პატარა ზომის) – 1 ჩ.კ. თაფლი – 300 მლ. წყალი მომზადების წესი: გაასუფთავეთ ჯანჯაფილი კანისგან, გახეხეთ, დაასხით ახლად ადუღებული წყალი და ჰერმეტულად დაახურეთ ხუფი. გააჩერეთ 20-30 წუთის მანძილზე. შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე. შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ ნაღვლის ბუშტი ან კუჭი გაგიღიზიანდათ, შეამცირეთ ლიმონისა და ჯანჯაფილის დოზა, შემდეგ კი თანდათან გაზარდეთ. თუ წონაში კლებას მიზნად არ ისახავთ, აღნიშნული სასმელი შეგიძლიათ შუა დღის მერეც მიირთვათ, მხოლდ ჭამიდან 3 საათის შემდეგ და ჭამამდე 30 წუთით ადრე. უფრო მეტი ინფორმაციისთვის, ამ საოცარ მცენარესთან დაკავშირებით, ნახეთ სტატიის ბოლოს შემოთავაზებული პირველი და მეორე ბმული. ასევე დაგაინტერესებთ: თქვენს ირგვლივ ყველას გრიპი ან სურდო აქვს და არ გინდათ გადაგედოთ? მაშინ მიიღეთ ეს მარტივად მოსამზადებელი იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ ნივრის ლიქიორი – კურნავს 100 დაავადებას! ნუ გაანადგურებთ ამ მცენარეს! ის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო ბალახია მარილი და ზეითუნის ზეთი გაგათავისუფლებთ ტკივილისგან 5 წლის მანძილზე იაპონელ მეცნიერთა კვლევები – რა დაემართება თქვენს ორგანიზმს თუ ერთი თვის მანძილზე უზმოზე წყალს მიიღებთ ცნობილი ამერიკელი ექიმი გვიყვება ბუნებრივი ანტიბიოტიკის შესახებ, რომელიც ყველა ინფექციას ანადგურებს ორგანიზმში 2013 15-ს მოსწონს
|