5 ყველაზე ,,არა ჩვეულებრივი'' ციხე მსოფლიოში. ხუთვარსკვლავიანი ციხე ავსტრიაში და სხვანი
ციხე საზოგადოდ სადამსჯელო დაწესებულებაა, სადაც პატიმრები ჩადენილი დანაშაულისათვის იხდიან სასჯელს. ამ სიტყვის გაგონებაზე შესაძლოა გახსენდებოდეთ ანტისანიტარიული საკნები, საშინელი პირობები და ა.შ. შემდეგი სტატია კი დაგარწმუნებთ, რომ ციხე ყოველთვის სასტიკი დაწესებულება არ არის და მსოფლიოში არსებობს არასტანდარტული ციხეებიც.
1) Justizzentrum Leoben (ავსტრია): ხუთვარსკვლავიანი ციხე
მინითა და ფოლადით გაფორმებული ულამაზესი შენობა. ალბათ ფიქრობთ რომ ეს რომელიმე კომპანიის შენობაა ან რაიმე სხვა დაწესებულება. ეს არის ე.გ ხუთვარსკვლავიანი ციხე ავსტრიაში, კონკრეტულად კი სტირიაში. 2) San Pedro Prison (ბოლივია): სადაც პატიმრები "ყიდულობენ" თავიანთ “თავისუფლებას''
“სან პედროს'' ციხეში არის საკნებისგან მოშორებული ადგილი, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც ციხის გარეთ. აქ არის ბაზრობები, რესტორნები და სასტუმროებიც კი. თუმცა ამ ყველაფრის გამოყენებას ფული სჭირდება, რომლის გამომუშავებაც პატიმრებს ციხეში შეუძლიათ, კვების ობიექტებში მუშაობით და ა.შ.3) Cebu Prison (ფილიპინები): აქ შეხვდებით მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მოცეკვავე პატიმრებს
ამ ბოლო დროს ეს ციხე საკმაოდ პოპულარული გახდა. აქ თითქმის ყველა პატიმარი ცეკვავს, როგორც შეუძლია. ამით მათ შეუძლიათ გამოიმუშავენ თანხა. ასევე ციხიდან ხშირად იმართება “ლაივები'', რომლის მეშვეობითაც ხალხს შეუძლია შეიძინოს პატიმრების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.4) Aranjuez Prison (ესპანეთი): მყუდრო საკნები ოჯახისათვის
ამგვარი ციხე ერთადერთია მსოფლიოში. ის მდებარეობს ესპანეთში. საკნები მოხატულია დისნეის გმირთა ნახატებით და ყველანაირად მორგებულია ოჯახის კომფორტზე. ამგვარი საკნების შექმნის მთავარი იდეა ისაა, რომ პატიმრების შვილებმა შეძლონ სრულყოფილ ოჯახში აღზრდა. 5) Sark Prison (გერნზი): მსოფლიოში ყველაზე პატარა ციხე
ციხე გერნზის კუნძულზე მდებარეობს, აშენებული 1856 წელს. მას მხოლოდ ორი პატიმრის დატევა შეუძლია. ციხე დღემდე გამოიყენება.