საქართველო რატომ გამოიყურებოდა სააკაშვილი "დაბნეულად და გასაცოდავებულად" აშშ-ს აეროპორტში - ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა 2017, 14 იანვარი, 20:29 საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ექსცენტრიული და უჩვეულო მოქმედებით კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ამჯერად "Life"-ის ჟურნალისტმა დააფიქსირა, როგორ დადიოდა ნიუ-იორკის აეროპორტის შენობაში, ექს-ჩინოვნიკი გაურკვეველი პაკეტით ხელში და საჭიროზე მეტად მოკლე პოლო-მაისურით, რომელიც მთლიანად ვერ უფარავდა მოშიშვლებულ "ღიპს". საინტერესოა ისიც, რომ სააკაშვილს ყვითელი და ლურჯი ფერის შარფი ეკეთა. თვითმხილველის სიტყვებით, სააკაშვილი "დაბნეულად და გასაცოდავებულად" გამოიყურებოდა. ჟურნალისტმა LifeCorr-ის საშუალებით ვიდეო რედაქციაში გაგზავნა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კადრები გადაღებულია რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, პოროშენკომ მორიგი ბრალდება გაახმოვანა ექს-გუბერნატორის მიმართ. ბევრი ვარაუდობს, რომ სააკაშვილი სწორედ ამ ბრალდებების გამო იყო დაბნეული. ასევე დაგაინტერესებთ: 1. პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა (ნაწილი II) 2. რას მოუთხრობს სვეტიცხოველზე გიდი უცხოელ ტურისტს - ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა 3. როგორ გაჩნდა ტერმინი „კანონიერი ქურდი“ და რა კავშირი აქვს მასთან სტალინს 4. 4 წლის ბიჭუნამ ისეთი რამ დახატა, რისთვისაც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო (+ვიდეო) 1622 6-ს მოსწონს 1-ს არა
|