x
image
natia.a
ქართველები "აღმერთებენ" რუსებს: სკანდალური განცხადება
imageრუსეთის ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა რადიო "Эхо Москвы"-ს ეთერში მორიგი "საინტერესო" მოსაზრება გამოთქვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების შესახებ.


"ყირგიზეთსაც, ტაშკენტსაც, აშხაბადსაც ჩვენთან შემოერთება სურს. ყაზახეთსაც. ყველას, ყველას, ყველას. ტაჯიკეთს, მოლდავეთს. ყველას! აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს."


ქართველებს იცით როგორ ვუყვარვართ? გვაღმერთებენ." - აცხადებს ვლადიმერ ჟირინოვსკი. მისივე თქმით, რუსეთთან შეერთებაზე მეოცნებეთა რიცხვს შეიძლება დაემატოს ასევე მონღოლეთი, ბულგარეთი და სერბეთი.


"ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერ ტერიტორიას, სადაც ხალხი ხმას მისცემს ახალი სახელმწიფოს შექმნას ან რუსეთთან შეერთებას" - განუცხადა ჟურნალისტებს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.



ამ განცხადების შემდეგ პოლიტოლოგთა ერთმა ნაწილმა ჟირინოვსკის ექიმთან მკურნალობის დაწყება ურჩია.


ვფიქრობ, ყურადსაღები რჩევა უნდა იყოს!

1
377
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
377
  
2014, 15 აპრილი, 3:08
მარტო ჟირინოვსკი კი არა ნახევარზე მეტი რუსეთი სამკურნალოა.
0 1 1