ქალი და მამაკაცი სილამაზის კონკურსში გამარჯვებულ გოგონას სახეში გოგირდმჟავა შეასხეს 2017, 12 იანვარი, 14:16 ლამაზმანის ყოფილმა საყვარელმა ვერ აიტანა განშორება.
საშინელი ინციდენტი მოხდა ამ დღეებში იტალიაში, სადაც ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულ"მის რომანია"-2007-ს, ჯესიკა ნიტაროსს(Gessica Notaro)ექს-საყვარელმა სახეში გოგირდმჟავა შეასხა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, 28 წლის ქალს ძლიერად დაზიანებული აქვს ცალი თვალი, ამასთანავე გოგონას დამწვარი აქვს თეძო და ფეხი. თავდასხმა მოხდა მოდელის სახლის სიახლოვეს, საკურორტო ქალაქ რიმინიში.ახალგაზრდა ქალი მეზობელ ქალაქ ჩეზანას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჯამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ექიმები შიშობენ, რომ შესაძლოა ჯესიკა ცალი თვალით დაბრმავდეს. ადგილობრივმა პოლიციამ მალევე დაადგინა დამნაშავე.იგი არის 29 წლის ედსონ ტავარესი.ბრალდებული დაკავებულია. ცნობილია, რომ ტავარესი და ნიტაროსი ერთი ხანობა ცხოვრობდნენ ერთად, თუმცა ერთი წლის წინ ჯესიკამ გადაწყვიტა დაშორებოდა თავის საყვარელს, 2016 წლის აგვისტოში მან პოლიციასაც მიმართა საჩივრით ყოფილ ბოიფრენდზე, ძალადობრივი მოპყრობის გამო. იხილეთ აგრეთვე: როგორ წამოცდა ჩემს შეყვარებულს, რომ მღალატობდა 8 წლიანი დაცინვის და დამცირების შემდეგ ბრიტანელი გოგონა მოდელი გახდა ავღანეთში ქალი სიკვდილით დასაჯეს ბაზარში თანმხლები მამაკაცის გარეშე წასვლის გამო საოცარი გულგრილობის ისტორია-მკვლელობა, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო 416 6-ს მოსწონს 1-ს არა
|