სხვა ინფორმაცია, რომელიც ყველა ტანსაცმელს აქვს ეტიკეტზე 2017, 12 იანვარი, 1:17 1. ხელით რეცხვა 2. გარეცხვა აკრძალულია 3. მხოლოდ ხელით რეცხვა მაქსიმალურ 30 გრადუსზე, არ გაწუროთ. 4. ხელით ან მანქანით რეცხვა არაუმეტეს მითითებული ტემპერატურისა. 5. ხელით ან მანქანით რეცხვა. ყურადღებით მიჰყევით მითითებულ ტემპერატურას, მოერიდეთ ძლიერ მექანიკურ დამუშავებას, გაწურათ ცივ წყალზე თანდათან გადასვლით, სარეცხი მანქანის გაწურვის რეჟიმი აიჩიეთ ნელი. 6. ძალიან დელიკატური რეცხვა წყლის დიდი რაოდენობით, მინიმალური მექანიკური დამუშავება, სწრაფი გავლება დაბალ ბრუნვაზე. 7. რეცხვა ნებადართულია ქლორის შემცველი მათეთრებელით. გამოიყენება მხოლოდ ცივი წყალი, მიაქციეთ ყურადღება ფხვნილი სრულად გაიხნას. 8. რეცხვისას არ გამოიყენება ქლორის შემცველი მათეთრებელი. 9. ნებადართულია დაუთოება. 10. ნებადართულია დაუთოება მაქსიმალური 110 გრადუსი ტემპერატურით. იგივე წესებია სინთეთიკური ქსოვიებისთვის: ნეილონი, პოლიესტერი, აცეტატი და სხვა. გაუთოებისას გამოიყენება ქსოვილის სარჩული, არ შეიძლება ორთქლის დახმარება. 11. ნებადართულია გაუთოება მაქსიმალურ 150 გრადუს ტემპერატურაზე. გამოიყენება ტენიანი ქსოვილი. 12. ნებადართულია გაუთოება მაქსიმალურ 200 გრადუს ტემპერატურაზე. შესაძლებელია მსუბუქი დანამვა. 13. მხოლოდ მშრალი წმენდა. 14. მშრალი წმენდა ნებისმიერი გამხნელით. 15. წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადით, ქლორის ეთილენით და მონოფტორტრიქლორმეთანით. 16. წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადის და ტრიფტორტრიქლორმეთანის გამოყენებით. 17. წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადით, ქლორის ეთილენით და მონოფტორტრიქლორმეთანით წყლის მცირე რაოდენობის დამატებით, მექანიკური ზემოქმედების და შრობის ტემპერატურის კონტროლით. 18. წმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადით და ტრიფტორტრიქლორმეთანით წყლის მცირე რაოდენობის დამატებით, მექანიკური ზემოქმედების და შრობის ტემპერატურის კონტროლით. 19. ნებადართულია გაწურვა და შრობა სარეცხ მანქანაში. 20. დაუშვებელია სარეცხ მანქანაში გაწურვა და შრობა. 21. თბილ ტემპერატურაზე გაშრობა. 22. ცხელ ტემპერატურაზე გაშრობა. 23. გაწურვის შემდეგ ნებადართულია ვერტიკალური შრობა. 24. გაშრობა გაწურვის გარეშე. 25. გაშრობა ჰორიზონტალურ ზედაპირზე. ზოგადი რჩევები: – სარეცხ მანქანაში აბრეშუმის ნივთები უნდა გაირეცხოს სპეციალურ დელიკატურ რეჟიმში, აბრეშუმისთვის საჭირო სპეციალური სარეცხი საშუალებების გამოყენებით 30 გრადუს ტმპერატურამდე, წინასწარი დალბობის და მათეთრებლის გამოყენების გარეშე. შესაძლებელია ქსოვილის დამარბილებლების გამოყენება. – ხელით რეცხვისას აბრეშუმის ნაჭერი უნდა გაირეცხოს ფრთხილად ჯაგრისის გარეშე და არ უნდა გაწუროთ. – აბრეშუმის ნაწარმი აუცილებლად უნდა გაივლოს თბილ წყალში 20-25 გრადუს ტემპერატურაზე. წყალში შეგიძლიათ ჩაამატოთ მცირე რაოდენობით ძმარი. ის აახლებს ქსოვილის ფერს. – აბრეშუმის ნაწარმი აუცილებლად უნდა გაშრეს ჩრდილში ან შენობაში. აბრეშუმი არ უნდა გააშროთ მზეზე ან გამათბობელ ხელსაწყოებთან ახლოს. – აბრეშუმის გაუთოვება აუცილებელია მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ სველია, ნელთბილი უთოთი და გაუთოების დროს დაუშვებელია დანამვა. იხილეთ ასევე: 1. რას ნიშნავს ყვავილები ფენ-შუიში 2. ქაღალდით მიყენებული ჭრილობა რატომ იწვევს ასეთ ძლიერ ტკივილს? 3. ადრე რომ მცოდნოდა როგორ მზადდება საღეჭი რეზინი–ვიყიდდი თუ არა მას!? 4. სად და როდის გაყვეს დრო "ჩვ.წ. აღ."-მდე და "ჩვ. წ.აღ" ( ჩვენს ერამდე და ჩვენს ერაში)– ევროპაში VIII საუკუნეში! 5. აი რატომ იღებენ სისხლს არათითიდან! 6. აძლიერებს თუ არა იმუნიტეტს ვიტამინი С? – არა! 760 13-ს მოსწონს
|