x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ მოვიშოროთ ცხვირიდან შავი წერტილები?
image


კანი, როგორც ვიცით სხეულის ზედაპირის საფარველია და აქედან გამომდინარე მისი როლია ორგანიზმი დაიცვას გარეგანი ზემოქმედებებისგან. კანი და კანის დანამატები კი ასაკთან ერთად ცვლილებას განიცდის. იმუნიტეტის დაქვეითება, ორსულობა, მძიმე დაავადებები, ძლიერი სტრესი, გენეტიკური ფაქტორი, ნაწლავების პოლიპოზი, სიმსუქნე, ენდოკრინული დარღვევები, მოუვლელობა და ზოგიერთი ტიპის ვირუსი კი იწვევს პაპილომებსა და კანის ზედაპირისა და ფორების დარღვევა-დაბინძურებას.


ბევრს გაწუხებთ ალბათ საშინელი შავი წერტილები, რომლებმაც არაერთს მოგიწამლათ ცხოვრება, რადგან მათი გაქრობა გამორიცხულია. სწრაფად მრავლდებიან და სახის გაწმენდვის შემდეგაც მალე იჩენენ ხოლმე თავს, ჩვენ კი ზამთარში მაინც გვაქვს საშუალება ტონალური კრემის საშუალებით დავფაროთ ეს საშინელებები, თუმცა მცხუნვარე ზაფხულში სახეზე კრემის დატანება დამეთანხმებით მეტად არასასიამოვნო ფაქტორია, ამიტომ გვიწევს ბედთან შეგუება და ამ აბეზარი წერტილების ატანა. მათ კი, ვინც დიდი ხანია ომი გამოუცხადეთ ამ საშინელ ლაქებს, კარგად იცით, რომ აქამდე ნაცადი პროცედურებით მხოლოდ საფულეს ასუფთავებთ და არა აკნეს.


როგორ მოვიშოროთ ცხვირიდან შავი წერტილები მარტივად, სახლიდან გაუსვლელად?



სწორედ დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ ამ საიდუმლო პროცედურას, რომლის ინგრედიენტებს შორის მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებია, რომლებიც ბევრად სასარგებლოა, ვიდრე სუპერმარკეტში შეძენილი ნებისმიერი მათი საწინააღმდეგო საშუალება და სრული გარანტიით მოგაცილებენ ცხვირიდან აბეზარ შავ წერტილებს.



საჭირო ინგრედიენტები:


● 0, 5 ჩ.კ ლიმონის წვენი.

● 1 ს.კ ზღვის მარილი.

● 1 ჩ.კ თბილი წყალი.


ზღვის მარილს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება და ასუფთავებს ფორებს. ლიმონის წვენი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც კარგად ებრძვის ბაქტერიებს და თავისი მჟავას მოქმედებით ნაზად ქერცლავს კანიდან მკვდარ ქსოვილებს. ამ ინგრედიენტების საშუალებით კი თქვენი კანი წარმოუდგენლად იკაშკაშებს.


ამ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით გააკეთეთ მიქსტურა, დაიტანეთ ნაზავი სახეზე აკნეს მიდამოებში და ნაზი წრიული მასაჟით გაიჩერეთ 2-4 წუთი. ჩამოიბანეთ სახე ნელ-თბილი წყლით და რამოდენიმე წუთში დაიბანეთ ცივი წყლით, რომელიც ხელს შეუწყობს სახის ფორების შევიწროვებას (დახურვას). წარმოუდგენელი შედეგი არ დაყოვნებს.



შენიშვნა: უმჯობესია თუ პროცედურის შემდეგ მწველ მზეზე არ გახვალთ სულ ცოტა ნახევარი საათით მაინც.





იხილეთ აგრეთვე:


სხეულის ნაწილის ამ 5 რაღაცას არასოდეს შეეხოთ! რადგან...

სახიდან და სხეულიდან "პაპილომების" (ხორცმეტი) მოცილების ყველაზე ეფექტური მეთოდი

რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი?

როგორ გავითეთროთ გაყვითლებული ფრჩხილები

როგორ მოვიშოროთ სახიდან მსგავსი თეთრი ლაქები?

აი რითი უნდა დაიწყოთ ყოველი დილა- აუცილებლად გაითვალისწინეთ!

სხეულის ყველაზე ბინძური ნაწილი, რომელიც შხაპის შემდეგაც ბინძური რჩება

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი გვერდები სახლის პირობებში?

როგორ მოვუაროთ კბილებს სწორათ?

როგორ შევაჩეროთ თმის ნაადრევი გათეთრება (გაჭაღარავება)


0
5569
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0