ფილოსოფია სარტრი 2017, 10 იანვარი, 23:26 ფრანგი ფილოსოფოსი ჟან პოლ სარტრი ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. სარტრი სარტრი ეგზისტენციალისტებს ორ ჯგუფად ჰყოფს: 1.ეგზისტენციალისტები, რომლებსაც სწამთ ღმერთი, და 2.ათეისტი ეგზისტენციალისტები.
ეგზისტენციალისტების საერთო მრწამსი შემდეგში მდგომარეობს, ეგზისტენციალისტები ფიქრობენ, რომ არსებობა წინ უსწრებს არსებას. მაგალითად, როდესაც ხელოსანი ქმნის დანას, მან თავიდანვე იცის რა დანიშნულებითაც ქმნის მას. ე.ი. ჯერ არსებობაა და მერე არსება.
ღმერთი რომ არსებობდეს, და მას რომ შეექმნა ადამიანი, წინასწარ ექნებოდა გააზრებული ადამიანის დანიშნულება. და მაშინ ადამიანის არსება წინ ადამიანის არსებობას გაუსწრებდა. ვითარება ასეთი არაა.
სარტრი ასხვავებს ყოფიერების ორ სახეს, ესენია ყოფიერება თავისთავად და ყოფიერება თავისთვის. "ყოფიერება თავისთავად" მოიცავს იმ არსებულთ, რომლებსაც არ აქთ ცნობიერება, (მაგ., ხე)
ხოლო ადამიანი, რომელსაც გააჩნია ცნობიერება ეკუთვნის "ყოფიერებას თავისთვის". სარტრის აზრით, ადამიანი ჯერ არსებობს, ჩნდება სამყაროში და ამის შემდეგ განისაზღვრება . სარტრი აღნიშნავს, რომ ადამიანის ბუნება ისევე არ არსებობს, როგორც მისი ღმერთი. ე.ი. ადამიანი ჯერ არსებობს და თვითოონ ქმნის იმას, რადაც უნდა, რომ იქცეს. ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარი ცხოვრების პროექტს. სარტრის მოღვაწეობის ძირითადი თემა ადამიანის თავისუფლებაა. მხდალი იმიტომ არის მხდალი, რომ თავად აირჩია სიმხდალე. ადამიანი თავისივე არჩევანის შედეგია. 214 1-ს მოსწონს
|