სველი ხელსახოცი თითქმის ყველა ადამიანს გამოუყენებია, ბევრი მას ჩანთითაც კი ატარებს, განსაკუთრებით
კი დედები, რადგან წარმოუდგენელია სველი ხელსახოცის გარეშე ბავშვის ჰიგიენა და არა მარტო ბავშვის, მაგრამ ყველასათვის საყვარელი სველი ხელსახოცი სულაც არ არის უწყინარი და სასარგებლო თვისებებით გამორჩეული, ის უამრავი სახის ქიმიური დანამატს შეიცავს და დაუშვებელია მისი ხელებზე კისერსა და სახის მიდამოებში წასმა. ასევე სველი ხელსახოცი ოპტიკურ გარემოს ქმნის ბაქტერიების გავრცელებისათვის და მისი მოხმარებისას ბაქტერიები თავისუფლად ვრცელდება კანის ერთი ზედაპირიდან სხვა ზედაპირზე. განსაკუთრებით
საყურადღებოა მისი ბავშვებთან გამოყენება, მისი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ბავშვის წყლით გასუფთავება. სველი ხელსახოცი ასევე საზიანოა გარემოსათვის, რადგან ნიადაგში მოხვედრის დროს ის არ იშლება .