საბუნებისმეტყველო ციმბირელმა მეცნიერებმა შექმნეს შინაური კატისა და წითელ წიგნში შესული შორეული აღმოსავლური ტყის კატის ჰიბრიდი 2017, 6 იანვარი, 14:15
შორეული აღმოსავლური ტყის კატა ნოვოსიბირსკში, 30 დეკემბერს. ციმბიერლმე ციტოლოგიისა და გენეტიკის მეცნიერებმა, ციმბირის ინსტიტუტში შექმნეს ჰიბრიდული ემბრიონი სახლის კატისა და წითელ წიგნში შესული შორეული აღმოსავლეთის ტყის კატისგან. მომვალაში, ინ ვიტრო განაყოფიერების წყალობით შეიქმნება ჰიბრიდული კატა, ამ ინფორმაციის შესახებ პრესას ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განუცხადა. "ჰიბრიდები გამოყენებული იქნება საფრთხის ქვეშ მყოფლი სახეობების გასამრავლებლად და მათზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად" - განაცხადა კურსდამთავრებულმა ბიოლოგმა ვალერი კოჟევნიკოვმა. მისი თქმით, მსოფლიოში არსებობს 39 სახების კატა, 25 მათგანს მინიჭებული აქვს გადაშენების სტატუსი, მათ შორისაა, იბერიული ფოცხვერი, თოვლის ლეოპარდი, შავი კატა და მრავალი სხვა. სხვადასხვა მეთოდებით, კომპლექსური დამხარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით დღესდღეისობით გამოყავთ მრავალი ჯიშის სახეობები, მაგრამ შორეული აღმოსავლური ტყის კატა ერთადერთი იქნება, რომელსაც, ამ ინოვაციური ტექნოლოგიით გამოიყვანენ. კრიოპრეზერვაციის და რეპროდუქციული ტექნოლოგიების საშუალებით შეიქმნება კატის გენეტიკური რესურსები, რომელიც შეიძლება გახდეს "სათადარიგო აეროდრომი" ამ ველური სახეობის შენარჩუნებისა, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს საფრთხე დაემუქრება, მეცნიერებს საშუალება ექნებათ აღადგინონ მისი გენეტიკური თვისებები და შექმნან მსგავსი ჰიბრიდული ემბრიონი. ამ მიზნით, მეცნიერებმა უკვე შეიმუშავეს გეგმა და გაყინეს კატების სხვადასხვა ჯიშის ოჯახი, როგორებიცაა: აღმოსავლეთის ტყის კატა, წითელი ფოცხვერი, ევრაზიული ფოცხვერი და სხვა შიდა კატის ჯიშები.
ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - დინოზავრების გადაშენება საინკუბაციო კვერცხს უკავშირდება 2 - როგორ დავეხმაროთ ბავშვს ზუსტი მეცნიერებების ათვისებაში? 3 - 256 წლის მამაკაცმა სიკვდილის წინ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გაამხილა 4 - ენის ფერის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა გვაწუხებს 5 - მას შემდეგ, რაც ამ სტატიას წაიკითხავთ, თქვენ აღარასდროს იყიდით ხველის საწინააღმდეგო სიროფს! 6 - ადამიანთა მხოლოდ 3% აქვს ლათინური ასო „X“-ი გამოსახული ხელისგულზე 7 - იცით, რა შეიძლება მოხდეს, თუ დღეში 3-ჯერ კვერცხს მივირთმევთ? ეს დაუჯერებელია! 8 - ჰუნზას ტომის ამოუხსნელი ფენომენი: აქ ყველა 120 წლამდე ცოცხლობს! 9 - დააკვირდით თქვენს ფრჩხილებს და თუ ამ თეთრ ლაქას ვერ შეამჩნევთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს! 10 - რა საიდუმლო იმალებოდა ბანქოს დასტაში, რომელსაც თითქმის ყველა საბჭოთა ადამიანის ოჯახში ნახავდით
84 5-ს მოსწონს
|