x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
დინოზავრების გადაშენება საინკუბაციო კვერცხს უკავშირდება
imageამერიკელი მეცნიერების აზრით, დინოზავრების გადაშენება გამოიწვია ხანგრძლივმა კვერცხის ინკუბაციურმა პერიოდმა. შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში "Proceedings of the National Academy of Sciences".


დინოზავრი (Dinosauria) - მიეკუთვნებოდნენ ხერხემლიან ქვეწარმავლებს, რომლებიც დომინირებდნენ მეზოზოურ ხანაში. ცნობილია, რომ ამ ცხოველების გადაშენება მოხდა მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე, მაგრამ ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ერთ-ერთი მიზეზი, გახლდათ კომეტის ან ასტეროიდის შეჯახება მექსიკის ნახევარკუნძულ იუკატანზე.


ერთ-ერთი ნაკლებად შესწავლილი ასპექტი დინოზავრების ცხოვრებისა იყო საინკუბაციო კვერცხი, რომელიც ანალოგია თანამედროვე ფრინველისა და უკავშირდება Archosauria-ს - დინოზავრის წინაპარს - მეცნიერებს ზუსტი ინფორმაცია დინოზავრების საშუალო საინკუბაციო პერიოდის შესახებ არ გააჩნიათ, შესაბამისად არც არსებობს. ამდენად, სირაქლემას ემბრიონის განვითარების პროცესი გრძელდებოდა 45 დღის განმავლობაში.


ამდენად, დინოზავრების ინკუბაციის პერიოდის დადგენა შეუძლებელია. არსებობს სხვადასხვა ნიმუშები გაქვაბეულ ემბრიონზე, რომელიც ინახება ფლორიდს უნივერსიტეტში.



პოლარიზებული მიკროსკოპის საშუალებით, მეცნიერებმა გაანალიზეს ემბრიონის კბილების ზრდის ხანგრძლივობა. შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით შეადგინეს მოდელი. ნიმუშებმა აჩვენა, რომ კვერცხის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს სამიდან ექვსი თვის განმავლობაში.


მკვლევართა აზრით, ასეთმა ხანგრძლივმა ემბრიონის განვითარების პერიოდმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს ამ ცხოველების გადაშენებაში. თუ დინოზავრების ინკუბაციის პერიოდი იქნებოდა მსგავსი, რა თქმა უნდა ისინი კატასტროფის შემდეგ ვერ აღადგენდნენ საკუთარ პოპულაციას. დაბალი შობადობის მაჩვენებელი, თავის მხრივ, გამოიწვევდა მათ ბუნებრივ გადაშენებას.




image


ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - რატომ გამოყო კადრში ენა ალბერტ აინშტაინმა? - ცნობილი ფოტოს ისტორია

2 - 256 წლის მამაკაცმა სიკვდილის წინ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გაამხილა

3 - ენის ფერის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა გვაწუხებს

4 - ადამიანთა მხოლოდ 3% აქვს ლათინური ასო „X“-ი გამოსახული ხელისგულზე

5 - ჰუნზას ტომის ამოუხსნელი ფენომენი: აქ ყველა 120 წლამდე ცოცხლობს!


0
206
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0