სხვა ქალი, რომელმაც 14 წელიწადში 10 000 გოგონა გაანთავისუფლა ბორდელებიდან,საკუთარ ქალიშვილს კი მაინც ვერ მიაგნო 2017, 6 იანვარი, 12:47 ![]() "საკუთარ ქალიშვილის ძებნაში ვისწავლე მაფიოზური ქსელების გამოაშკარავება, რომელებიც მოტყუების გზით იტაცებენ გოგონებს, სთავაზობენ მათ ძიძად, მოდელად ან სხვა რაიმე პროფესიით მუშაობას."-მოგვითხრობს ტრიმარკო. დაკარგული მარიას ქალიშვილი უკვე 18 წლისაა: "ბავშვობაში მას დედა წაართვეს, მე ქალიშვილი, მარია აიძულეს პროსტიტუციით დაკავებულიყო, პროვინცია ტუკუმანიდან დამნაშავეებმა იგი პროვინცია ლა- რიოხაში გააგზავნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში კვალის დაფარვის მიზნით გადაჰყავდათ.ამ ბანდიტებს ადგილობრივი ჩინოვნიკები და პოლიციაც მფარველობდა.ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული და მტკივნეული ბრძოლა"-აღნიშნავს სუსანა ტრიმარკო. ქალიშვილის ძებნაში სუსანამ ათასობით გოგონა ნახა ბორდელებში, რომლებიც მოტყუების გზით აიძულეს საკუთარი სხეულით ევაჭრათ. "ვნახულობდი ადგილებს, სადაც შენიღბული იყო საქმიანობა, კი ერქვა ბარი ან სამიკიტნო, მაგრამ რეალურად ეს იყო საროსკიპო.იქ სუტინიორებსაც კი შეიარაღებული დაცვა ახლდათ და პოლიციის მისვლის დროსაც კი არ მალავდნენ იარაღს"-ამბობს სუსანა. ![]() ![]() აგერ უკვე 14 წელია ტრიმარკო ეძებს ქალიშვილს, 6 წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა და დარჩა მარტო შვილიშვილთან ერთად, თუმცა იგი არ აპირებს დანებებას და ახლაც ეძებს დაკარგულ ქალიშვილს. ![]() იხილეთ აგრეთვე: ![]() ინდოეთში იპოვეს ქალი, რომელიც 40 წელიწადი გარდაცვლილად ითვლებოდა ყველაზე დიდი საროსკიპო ევროპაში იდუმალებით გამქრალი ადამიანები იდუმალებით გამქრალი ადამიანები-2 783 8-ს მოსწონს 1-ს არა
|