ცნობილი ამერიკელი ექიმ შატა იუტას მიესაჯა 17 წლიანი პატიმრობა, საკუთარი
მეუღლის მკვლელობის გამო. მან მეუღლესთან 20 წელი გაატარა და შეეძინათ 8 შვილი.
მან საკუთარ მეუღლეს თავად გაუკეთა სასიკვდილო ინექცია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავდა დამაშვიდებლებსა და ტკივილგამაყუჩებლებს და დატოვა
აბაზანაში, რომ მომკვდარიყო. გარდაცვალების თავდაპირველი ვერსიით, მიშელს პრობლემები შეექმნა
წნევასთან დაკავშირებით, პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ. მისთვის, ეს
ოპერაცია სახიფათო იყო, თუმცა მეუღლე მას არწმუნებდა, რომ ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. უამრავი კამათის შემდეგ მიშელი დათანხმდა ოპერაციას, რამაც მისი სიცოცხლე
შეიწირა.
მარტინი და მიშელი
.
თუმცა ეჭვი ამ ყველაფერს არ გამოუწვევია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მამა
სახლში მოიყვანა ძიძა ბავშვებისათვის. უფროსმა ქალიშვილმა შენიშნა, რომ მამა ძიზაშთან უცნაურად იქცეოდა და სულაც არ გავდა დამწუხრებულ ქვრივს. ცოლის დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ, მარტინმა ბავშვების ძიძას ნინია ვილსს საქორწინო ბეჭედი აჩუქა, რომელიც 7 000 დოლარი ღირდა.
ამ ყველაფერმა განაახლა გამოძიება, რომელმაც დაადგინა მარტინის თანამონაწილეობა მიშელის სიკვდილში. 5 წლის შემდეგ მას მიუსაჯეს პატიმრობა.
განაჩენი საჯარო გახდა 7 წლის შემდეგ, მარტინს მიესაჯა 15 წელი მკვლელობისთვის და 1დან 15წლამდე გამოძიებისთვის ხელის შეშლის გამო. ის ცალ-ცალკე მოიხდის ორივე სასჯელს. სასამართლოზე ყველაზე მეტად მარტინის ქალიშვილები იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ განაჩენი მაქსიმალურად მკაცრი ყოფილიყო.
სასამართლო მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, მარტინი ციხეში 17 წელს გაატარებს თუ უფრო მეტს.
მაგრამ ისმის კითხვა რისთვის? ურთიერთობა, რომელიც მარტინმა მასზე 20 წლით უმცროს ქალთან დაიწყო არ გაგრძელებულა ერთ წელსაც კი.
მარტინი და ნინია ვილისი