ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ...
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201701/2017010910445473439.jpg)
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201701/2017010910455273439.jpg)
* საკვების მიღება სასურველია ყოველ 3-4 საათში ერთხელ.
* საუზმეს ნუ გამოტოვებთ!
* საკვებს ნუ მიიღებთ ძილამდე 3 საათის მანძილზე.
* თუ ისე მოხდა, რომ დღის მანძილზე ვერ ისადილეთ და ვახშმის დრო მხოლოდ ძილის წინ გამონახეთ, სასურველია მხოლოდ მსუბუქი საკვები მიიღოთ, ცხიმების და ნახშირწყლების დაბალი და ცილების მაღალი შემცველობით.
* დღე ცილებით დაიწყეთ, ხოლო ნახშირწყლები სადილისთვის ან ვახშმისთვის შემოინახეთ.
* არასდროს ივარჯიშოთ მშიერ კუჭზე. ასეთი დატვირთვისთვის თქვენს ორგანიზმს ენერგია ესაჭიროება. მაგრამ, კარდიო ვარჯიშების შესრულება, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე შეიძლება. რაც შეეხება სხვა ვარჯიშებს, როგორც აღნიშნული იყო, მშიერი არ უნდა იყოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუზმის ან სადილის შემდეგ უნდა ივარჯიშოთ. თუ 4-5 სთ. მანძილზე არ მიგიღიათ საკვები, ვარჯიშის წინ, შეგიძლიათ მაგ., ბანანი ან ჩირი მიირთვათ — კალორიულიც არის, სწრაფადაც ხდება ორგანიზმის მიერ ათვისება და ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიასაც იძლევა.
* საკვების მიღება, ყოველ ჯერზე ცილებით დაიწყეთ, შემდეგ უკვე დანარჩენი მიაყოლეთ. ცილები სიგნალს გზავნის ტვინში იმის შესახებ, რომ ორგანიზმმა უკვე მიიღო საჭირო რაოდენობის საკვები და ამიტომ, თქვენ იმდენ საკვებს მიიღებთ, რამდენიც საჭიროა.
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201701/2017010910461873439.jpg)
ცილები და ნახშირწყლები
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201701/2017010901061873439.jpg)
ზოგიერთი პროდუქტის ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების შემცველობა და კალორიულობა
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201701/2017010901113973439.jpg)
პროდუქტები, რომლებიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122723412673439.jpg)
პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით, ამა თუ იმ ვიტამინს შეიცავს (პროდუქტები მოცემულია, მითითებული ვიტამინის შემცველობის, კლების მიხედვით):
A - საქონლის ღვიძლი, კვერცხი, ხაჭო, თევზი, რძე, ისპანახი, სტაფილო, ოხრახუში.
B1 - კვერცხი, რძე, საქონლის ღვიძლი, ბარდა, ლობიო, ხორბლის ღივი, საფუარი.
B2 - ხაჭო, კვერცხი, შვრიის ფანტელი, ღორის ხორცი, თევზი, რძე, სოიოს კარაქი.
C - ასკილი, ციტრუსები, წითელი ხილი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ბარდა,
ლობიო, ბოლოკი.
D - ზეთი, საქონლის ღვიძლი, თევზი, კვერცხლის გული, საქონლის ღვიძლი.
E - რძე, სალათის ფოთოლი, ხორბალის ღივი, ზეთი.
F - საქონლის ღვიძლი, სოკო, შვრიის ფანტელი, შოკოლადი, კვერცხის გული,
კაკალი, რძე.
K - ზღვის კომბოსტო, მწვანე ჩაი, ისპანახი, ხახვი, ოსპი.![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122800215573439.jpg)
პროდუქტების ურთიერთშეთავსებადობა
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122722343473439.jpg)
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122800251673439.jpg)
7 პროდუქტი «ხილ-ბოსტნეულის თაროდან», რომელიც ორგანიზმს უკეთესად წმენდს, ვიდრე ნებისმიერი წამალი
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122723305173439.jpg)
1. წითელი ჭარხალი
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122800341673439.jpg)
ეს არის ორგამიზმოს ნომერ პირველი გამწმენდი. ჭარხალი, დიდი რაოდენობით, შეიცავს ბოჭკოვანას, ფოსფორს, სპილენძს, C ვიტამინს და რიგ ორგანულ მჟავეებს, რომლებიც აუმჯოსებენ ორგანიზმში საკვების მოძრაობას და ანადგურებენ ნაწლავებში მავნე ბაქტერიებს. ჭარხლის შემადგენლობაში შედის ლიტოტროპული ნივთიერება «ბეტაინი», რომელიც ღვიძლს წმენდს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ჭარხალი, ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ახალი უჯრედების შექმნას უწყობს ხელს, რითაც აახალგაზრდავებს უჯრედებს.
მიღება: მოხარშული და უმი, წვენის სახით (თავდაპირველად, საჭიროა სტაფილოს წვენში განზავება მცირე რაოდენობით და დოზის თანდათანობით გაზრდა. გახსოვდეთ, რომ ახლად გამოწურული წვენი, სასარგებლო თვისებებს, გამოწურვიდან, 7 წთ-ის მანძილზე ინარჩუნებს).
2. თეთრთავიანი კომბოსტო
ის დიდი რაოდენობით საკვებ ქსოვილს შეიცავს, რომელიც «კრავს», მძიმე მეტალებს და
ტოქსინებს, ხოლო შემდეგ, გამოჰყავს ის ნაწლავების გავლით. გარდა ამისა, ის მდიდარია ორგანული მჟავეებით, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცეს და ნორმაში მოჰყავთ საჭმლის მონელების სისტემის მიკროფლორა. მაგრამ, ეს კიდევ ყველაფერი არ არის. კომბოსტო შეიცავს, ძალიან იშვიათ, U ვიტამინს, რომელიც ანეიტრალებს მავნე ქიმიურ ნივთიერებებეს და ხელს უწყობს კუჭის წყლულის შეხორცებას.
მიღება: უმი, წვენის სახით.
3. ნიორი
ერთი კბილი ნიორი, 400-ზე მეტ კომპონენტს შეიცავს. ნიორი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ასუფთავებს სისხლძარღვებს, ანადგურებს, თავის სიმსივნის გამომწვევი, გლიობლასტომის უჯრედებს. ებრძვის დიფტერიას, ტუბერკულიოზს და ჰელიკობაქტერიებს, «გამოჰყავს» ჭიები ორგანიზმიდან.
მიღება: უმი, განაყოლი (წყლის გარეშე).
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122800355573439.jpg)
4. ხახვი
ხახვის მთავარი ფასეულობა - ფიტონციდებია, რომლებიც ეთერზეთების შემადგენლობაში შედის. ამ ნივთიერებებს შეუძლია რამოდენიმე წამში მოკლას მავნე ბაქტერიები და სოკო. გარდა ამისა, ხახვი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებას და აუმჯობესებს მადას. ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რომელიც ანადგურებს «ყოველივე მავნეს» ორგანიზმში.
მიღება: უმი, ალყა-ალყა დაჭრილი.
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122800363573439.jpg)
5. ვაშლი
პექტინისა და ბოჭკოვანას შემცველობის გამო, ვაშლი აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემის მუშაობას, აგროვებს შლაკებს და ტოქსიკურ ნივთიერებებს, აუმჯობესებს მადას, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, ხსნის მუცლის შებერილობას და ა.შ. გარდა ამისა, ვაშლი ანადგურებს დიზინტერიის, ოქროსფერი სტაფილოკოკის და A ტიპის ვირუსული გრიპის გამომწვევ ბაქტერიებს.
მიღება: უმი და მოხარშული სახით.
6. ავოკადო
ავოკადო შეიცავს „გლუტატიონს“, რომელიც ბლოკირებას უწევს 40-მდე სხვადასხვა კარცეროგენს და ასუფთავებს ღვიძლს. ის, ასევე, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს საჭმის მონელების პროცესს, აწვდის უჯრედებს ჟანგბადს და ა.შ.
მიღება: უმის სახით.
![ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და
ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016122800375973439.jpg)
7. მოცვი
მოცვი არის ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკი და ვირუსების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს შარდის ბუშტს და საშარდე გზებს, მავნე ბაქტერიებისგან. ამის გარდა, მოცვი ებრძვის კიბოს წარმოქმნელ უჯრედებს და ტრომბის
განვითარებას სისხლძარღვებში.
მიღება: 1 ჭიქა მოცვის კენკრა 15 დღის მანძილზე. სასარგებლოა, ასევე, მოცვის მურაბა,
გაციების დროს.