პროფილაქტიკა როგორ გადავიტანოთ გულის შეტევა, თუ მარტო ვართ 2016, 27 დეკემბერი, 17:10 ხშირად გულის შეტევა ემართებათ ადამიანებს მაშინ, როცა არიან მარტო და არავინ არის ახლოს, ვისაც დახმარება შეუძლია. თუ თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენმა გულმა არანორმა- ლური რიტმით დაიწყო მუშაობა და გრძნობთ, რომ გული უნდა წაგივიდეთ, თქვენ კიდევ 10 წამი გაქვთ ვიდრე დაკარგავთ გონებას. ამ დროში თქვენ შეგიძლიათ იხსნათ თქვენი სიცოცხლე! თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ ასეთ სიტუაციაში: აუცილებლად უნდა დაიწყოთ ხველა და რაც შეიძლება ძლიერად, ყოველ ჯერზე სანამ დაახველებთ, ჩაისუნთქეთ ღრმად, ხველა უნდა იყოს ძლიერი და ხანგრძლივი, თითქოს მკერდიდან იღებთ ნახველს. ჩასუნთქვა და დახველება ყოველ 2 წამში ერთხელ უნდა განმეორდეს შესვენების გარეშე. სანამ არ მოვა სამედიცინო დახმარება ან გულის ცემა ნორმალურ რიტმს არ დაუბრუნდება. ღრმა ჩასუნთქვა საშუალებას აძლევს ჟანგბადს შეაღწიოს ფილ- ტვებში, ხოლო ხველა “კუმშავს" გულს და ახდენს სისხლის ცირკულაციას. ამ ძალის დატანებით ვაიძულებთ გულს, რომ დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს. ასეთი გზით იგე- ბენ დროს, გულის შეტევის მსხვერპლნი, რათა მათ მიაღწიონ საავადმყოფომდე. კარდი- ოლოგები თვლიან, რომ 10 ადამიანიდან, მინიმუმ ერთი ადამიანი გადარჩენილია. მოუყევით ამის შესახებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს და ამით იხსენით მათი სიცოცხლე! 4570 12-ს მოსწონს
|