ტექნიკური პლასტმასის გზები უკვე რეალობაა 2016, 26 დეკემბერი, 19:43 ![]() კონსტრუქციის შიგნით შესაძლებელია გაიყვანო კომუნიკაცია, მილები და სანიაღვრეები. ამასთანავე სამუდამოდ დაემშვიდობებით ორმოებს გზებზე. ასევე პლასტიკური გზის შემქმნელები აღნიშნავენ, რომ ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია გზის გადამუშავება და ხელმეორედ გამოყენება. "ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და რესურსები, რომ დავიწყოთ პროექტის განხორციელება, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გზის პირველი პროტოტიპი 2017 წლის ბოლოს დაიგება"-აღნიშნავენ პროექტის ავტორები. ინოვაციური გზის პირველი მარშრუტი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. ჰოლანდიელებთან ერთად პლასტიკატის გზაზე უკვე რუსებიც მუშაობენ. "ვფიქრობ ცვლილებების დრო მოდის"-განაცხადა კვლევის, გამოცდის ექსპერტიზის და მშენებლობის ცენტრის ხელმძღვანელმა ვიქტორ ეგოროვმა. ![]() თუ მოსკოვში საპილოტო პროექტი დამტკიცდა, ქვეყანაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გზებია მსოფლიოში, საეჭვოა, რომ რუსეთის ბიუჯეტი მას გასწვდეს. 610 9-ს მოსწონს 1-ს არა
|