კინო რომელი ფილმები გადის საახალწლო ეთერში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში? 2016, 24 დეკემბერი, 12:59 მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წლების განმავლობაში უცვლელი ტრადიციაა, არსებობს ფილმები, რომელიც აუცილებლად უნდა გავიდეს საახალწლო ეთერში, ხოლო მაყურებლებს ის არასოდეს ბეზრდება. ამ ძველ კლასიკად ქცეულ ფილმებზე უკვე მომდევნო თაობები იზრდებიან და ყოველი ახალი წლის დადგომისას მოუთმენლად ელიან როგორც უმცროსი თაობა, ისე უფროსები.
თუ რომელი ფილმები გადის აუცილებლად 31 დეკემბერს ქართულ ტელეთერში ყველას კარგად მოგეხსნებათ და თავს აღარ შეგაწყენთ.მოდით გადავხედოთ, რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. 1)აშშ-"ეს მშვენიერი ცხოვრებაა"-1946 წლის საშობაო ფილმი, რომელზეც უკვე მერამდენე თაობა იზრდება, იგი აუცილებლად უნდა გავიდეს ეთერში.პოპულარულ საახალწლო ფილმში"მატრო სახლში", არის სცენა, როდესაც ბავშვები პარიზში ჩართავენ ტელევიზორს და ნახავენ, რომ ეთერში არ გადის ფილმი "ეს მშვენიერი ცხოვრებაა" და წამოიყვირებენ:"ესე იგი ჩვენ ამერიკაში ნამდვილად არ ვიმყოფებით". 2)ავსტრალია-"ახალი საშობაო ზღაპარი"-მხიარული სატირულ-ფანტასტიკური კომედია, რომელიც აუცილებლად გადის ავსტრალიის ტელევიზიების საახალწლო ეთერში. 3)დიდი ბრიტანეთი-"რეალური სიყვარული"(2003 წელი)-ფილმი აგებულია 10 სხვადასხვა პარალელურად განვითარებულ ისტორიაზე, მოქმედება ვითარდება შობამდე რამდენიმე დღით ადრე. 4)გერმანია-"90-ე დაბადების დღე ანუ ვახშამი ორისთვის"(1963)-გერმანული სატელევიზიო ფილმი, გინესის რეკორდსმენი, ფილმი რომელიც 3300-ჯერ გავიდა გერმანული ტელევიზიების ეთერში. რესპექტაბელური ქალბატონი აღნიშნავს თავის 90 წლის იუბილეს, გამოდის სტუმრებთან, თუმცა აღმოჩნდება, რომ მისი ყველა მეგობარი გარდაცვლილია, ლაქია ჯეიმსი ქალს უქმნის ილუზიას, რომ მეგობრები მის გვერდით არიან, რაც უფრო მატულობს ალკოჰოლის დოზა, სიტუაცია მით უფრო კომედიური ხდება. 5)კანადა-"სასწაული 34-ქუჩაზე"(1947)-ეს ამერიკული ფილმი სამშობლოშიც ძალზე პოპულარულია-ესაა კეთილი ზღაპარი, სადაც პატარა გოგონა სიუზანს არ სჯერა სანტის არსებობა, თუმცა მისი მეზობელი ფრედ გეილი ცდილობს გოგონას დაუმტკიცოს, რომ სასწაულები ნამდვილად არსებობს. 6)მექსიკა-"მარტო სახლში"(1990)– ამერიკული საოჯახო კომედია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან კომედიურ ფილმად ითვლება ჩრ.ამერიკის ისტორიაში. 7)ნორვეგია-'სამი კაკალი კონკიასათვის"(1973)-გდრ-ს და ჩეხოსლოვაკიის ერთობლივი ფილმ-ზღაპარი ბოროტ დედინაცვალზე და კონკიაზე.ნორვეგიაში აგერ 30 წელზე მეტია ყოველ ახალ წელს აჩვენებენ ამ ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფილმს. 8)ნიდერლანდები-"როგორ მოიპარა გრინჩმა შობა"(2000)-ოჯახური კომედია ჯიმ კერის მონაწილეობით. 9)რუსეთი-"ბედის ირონია ანუ გაამოთ"-(1975)საბჭოთა ორსერიანი სატელევიზიო ფილმი სადაც მთავარი გმირი, ექიმი ლუკაშინი რომელიც დღე-დღეზე უნდა დაქორწინდეს, კურიოზული სიტუაციიდან გამომდინარე სხვა ქალაქში მოხვდება, სადაც მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართება. 10)საფრანგეთი-"უვარგისი თოვლის პაპა"(1982)-შავი იუმორით გაჯერებული ამ ფილმის ყურება ძალიან უყვართ ფრანგებს აგერ უკვე ათწლეულობის განმავლობაში. იხილეთ აგრეთვე: 20 ყველაზე პოპულარული უცხოური ფილმი საბჭოთა კავშირში 10 ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმი მსახიობები, რომლებმაც ერთ ფილმში რამდენიმე როლი ითამაშეს 175 7-ს მოსწონს 1-ს არა
|