მოგზაურობა თავი იგრძნო დედოფლად ან სუპერვარსკვლავად-როგორ აღმოჩნდა სამი დაქალი ცარიელ თვითმფრინავში 2016, 23 დეკემბერი, 20:28 ![]() სამი მეგობარი გოგონა მარტოდმარტო მგზავრობდა დიდი ლაინერით გიბრალტარიდან ლონდონამდე და ბორტზე მხიარულადაც გაერთნენ.გოგონებმა ბილეთები ეკონომკლასში აიღეს, თუმცა ყველა ადგილი თვითმფრინავში მათი იყო და ბიზნესკლასში გადაინაცვლეს, უფასოდ დააგემოვნეს გემრიელი კერძები და უფასოდ მიირთვეს შამპანური და ლუდი.ამასთანავე ფოტოებიც გადაიღეს ეკიპაჟის წევრებთან ერთად და რაც ყველაზე იშვიათია, პილოტის კაბინასაც ესტუმრნენ. ![]() ![]() თვითონ ეკიპაჟის წევრებმაც აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა ავიაკომპანიის ისტორიაში, როდესაც ასეთი მცირე რაოდენობის მგზავრებით რეისში გაეშურნენ. მაინც რა მოხდა? ლორა სტივენსი, სარა ჰანტი და ლორი-ლინ ვოლერი სამი დღე ისვენებდნენ გიბრალტარში, თუმცა 18 დეკემბერს უკან ლონდონში დაბრუნებას როცა აპირებდნენ გაიგეს, რომ მათი რეისი სამი საათით გადაიდო, გოგონემა გადაწყვიტეს ეს სამი საათი სადმე გაესეირნათ და გართობილიყვნენ, მაგრამ როდესაც აეროპორტში დაბრუნდნენ გაიგეს, რომ ყველა მგზავრმა, რომელიც ლონდონში მიემგზავრებოდა ბილეთები სხვა რეისზე გადაცვალეს და გაფრინდნენ. ![]() ![]() "ეს იყო შესანიშნავი, ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება და მას არასოდეს დავივიწყებთ, ჩვენ თავს ვარსკვლავებად ვთვლიდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც შამპანური მოგვიტანეს.ეს იყო საუკეთესო საშობაო საჩუქარი, ეკიპაჟი განსაკუთრებულად თბილად და მოწიწებით გვექცეოდა"-აღნიშნა ლორამ. გოგონები მთელი რეისი განმავლობაში ფოტოებს იღებდნენ და თავს გრძნობდნენ როგორც ნამდვილი როკ-ვარსკვლავები. ![]() ![]() იხილეთ აგრეთვე: ![]() ამერიკელი მამაკაცი ტურისტებს დასდევს და სელფის ჯოხს მაკრატლით უჭრის(ვიდეო) 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფი დაგიჯდებათ ცხოვრება და დასვენება 238 6-ს მოსწონს 1-ს არა
|